სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ასეთებს ბეჭდვის დასრულებამდე ყოველდღე გამოვაქვეყნებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არ შევა სკოლაში“ - თეიმურაზ მურღულია
07-08-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გრიფირების პროცესს მორიგი სტატუსით ეხმიანება.

„გრიფირების თემაზე ვაგრძელებ პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე გამოხმაურებას. ეს ინფორმაცია აქტუალური იქნება როგორც ფართო საზოგადოების, ასევე უშუალოდ გამომცემლებისათვის:

1. გუშინ რიგ საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერდა თითქოს თავი ავარიდე კითხვებზე პასუხს. მაშინ, როცა ჩავეწერე საზოგადოებრივ არხს, აქ დავდე ვრცელი პოზიცია, რატომ უნდა ამერიდებინა თავი კითხვებზე. ვინც დამირეკა, ყველას ვესაუბრე და თუ რომელიმეს ზარი გამომრჩა, როცა ჟურნალისტები მართლა დაინტერესებულები არიან, არც ერთი ზარის შემოშვებით იზღუდავენ თავს და სმს-ებსაც მშვენივრად აგზავნიან. ვადასტურებ, რომ კვლავაც ღია ვარ ნებისმიერი კითხვისა და საჯარო განხილვისათვის.

2. გამომცემლობებს, რომლებიც საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვებას ცდილობენ განცხადებებით, რომ გრიფირების ბრძანების შეცდომამ ისინი დააზარალა, ვთავაზობ შეცვალონ იურისტებიც და PR-იც. გრიფირების წესის თანახმად, სამინისტრო გრიფის მინიჭების შედეგად აფორმებს სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს საფუძველს როგორც კერძო, ასევ საჯარო სკოლებთან ურთიერთობისათვის. ასევე, დასაბეჭდი ტირაჟების რაოდენობას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები აფიქსირებენ განათლების ერთიან საინფორმაციო სისტემაში. რადგან ამ გამომცემლობებთან არც სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმებულა და არც კერძო სკოლების მოთხოვნა მიუღიათ ოფიციალური არხებით, გაუგებარია, რა ტირაჟების ბეჭდვას ახორციელებენ.

3. მესმის, რომ რიგ გამომცემლობებს არ ჰქონდათ საშუალება კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია მიეღოთ, თუმცა ვთავაზობ გრიფირების წესს კიდევ ერთხელ კარგად გაეცნონ. ჩემთვის ფაქტია, რომ მხოლოდ მეორე დონის კომიისიის მიერ ამოიფილტრა სახელმძღვანელო, სადაც ეწერა, რომ წყალი, ელექტროენერგია და გაზი ბუნებრივი რესურსებია. ასეთებს, ბეჭდვის დასრულებამდე ყოველდღე გამოვაქვეყნებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არ შევა სკოლაში. შესაბამისად, არ მაქვს პრობლემა კომისიის გადაწყვეტილებებს დავეთანხმო.

4. არ ვაპირებ დავაზიანო რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის რეპუტაცია, ამიტომ ყველას შევახსენებ, რომ არსებობს არაერთი უაღრესად მაღალი დონის უცხოენოვანი წიგნი, რომლებმაც ქართულ თარგმანში ვერ შესძლეს აკადემიური ღირებულების ადექვატურად შენარჩუნება. ამიტომ, უცხოენოვანი წიგნის ხარისხი და ქართული თარგმანის ხარიხსი იდენტური არაა.

5. რამდენადაც ვუფრთხილდები სხვის რეპუტაციას, არანაკლებ ვეკიდები საკუთარს. შევახსენებ ყველას, რომ ჩემი, როგორც სახელმწიფო მოხელის თმენის ვალდებულება არ მოიცავს ცილისწამების თმენას.

6. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გრიფირებაში ყველა გამარჯვებული ვერ იქნება და შესაბამისად, იქნება პრეტენზიებიც. ჩემთვის პირველი დღიდან იყო ცხადი, რომ ყველა კითხვაზე რელევანტური პასუხი იქნებოდა გასაცემი. თუმცა, ასევე ნათელი იყო, რომ გრიფირების კიდევ ერთი წლის ჩავარდნა იქნებოდა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი რეპუტაციული რისკი.
შესბაამისად, ყველა კითხვაზე არსებობს რელევანტური პასუხი და რაც მთავარია, გვექნება უკეთესი წიგნები“,-აღნიშნავს თეიმურაზ მურღულია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება