სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეული ცნობილია
15-06-2018
-
+


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

ელისო აბრამიშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;

ნინო გურეშიძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) მასწავლებელი;

ნადია დაბრუნდაშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;

მანანა კაპეტივაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;

ლელა კოტორაშვილი - თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ჯაბა ლაბაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბასურამის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

დაჩი ნანობაშვილი - თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;

თემურ სუყაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის,ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის    სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ნაზი ჩოფიკაშვილი - ყაზბეგის მუცნიპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის    მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი;

ნინო ჭიჭინაძე - მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება)

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესო ათეული 18 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შემდეგ ეტაპზე, 1-ლ სექტემბერს, კონკურსის 5 ფინალისტი გამოვლინდება. 5 ოქტომბერს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება ცნობილი.

კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

თბილისი-ბათუმი - 13 და 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

როგორ გამოვთვალოთ სტუდენტისთვის ბინის შეძენის ბიუჯეტი

„ყველასთვის სავალდებულოა - ჩააბაროს გამოცდა და გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა“...

ახალი მეთოდური სახელმძღვანელო გამოიცა - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, განშორების სევდითა და ახალთან შეხვედრის მოლოდინით

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიღრმისეულად შეისწავლეს სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ორი ამხანაგი“

პროექტის სულისჩამდგმელს, ვაზგენ მასწავლებელს კი, უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ მან გაკვეთილი შემოქმედებით დღესასწაულად აქცია

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება