სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისი-ბათუმი - 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს
14-06-2026
-
+


იმედით სავსე თვალები, სიამაყით აცრემლებული მშობლები და ასობით ბედნიერი ბავშვი, რომლებიც საკუთარი შრომისა და ნიჭის აღიარებას იზეიმებენ - საგანმანათლებლო პლატფორმა Izrune.ge ქვეყნის ყველაზე კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიდ სცენაზე უხმობს.

13 ივნისს თბილისი დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის ეპიცენტრი გახდა, სადაც ერთგულ მოსწავლეებს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ახლა კი საგანმანათლებლო ესტაფეტა აჭარაში გადაინაცვლებს - 20 ივნისს, ანალოგიური მასშტაბური დღესასწაული ბათუმში მოეწყობა, სადაც რეგიონის გამორჩეული „იზრუნელები“ კუთვნილ ჯილდოებსა და აღიარებას მოიპოვებენ.​

izrune.ge-ს უკვე ტრადიციადქცეული მასშტაბური დღე-სასწაული კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი წლებია, დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე.

izrune.ge-მ - მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა, გააერთიანა სკოლა, მოსწავლე, მშობელი, ირგვლივ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს ეხმარება წარმატების მწვერვალების დაპყრობაში.

ასე რომ 13 და 20 ივნისი თბილისისა და ბათუმისთვის განსაკუთრებული თარიღებია: ცოდნის დღესასწაული სპეციალურად Izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრების, ერთგული გულშემატკივრებისთვის მოეწყობა, სადაც თითოეული ბავშვი იგრძნობს, რომ მისი შრომა და მონდომება დაფასებულია.  ​

izrune.ge-ს დაჯილდოვების ფოტოალბომი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება