სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორობის კონკურსზე პედაგოგიური გამოცდილების გარეშე ვერ დარეგისტრირდებით - დეტალები
23-02-2024
-
+


განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის რეგისტრაცია გამოაცხადა, რომელიც 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. თავად კონკურსის ჩატარების წესი კი შეცვლილია - დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ამასთან, მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე.

გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს:

უმაღლესი განათლება;

მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. მაშინ, როდესაც წინა კონკურსზე, დირექტორობის კანდიდატს მოეთხოვებოდა, ჰქონოდა მხოლოდ სამუშაო გამოცდილება.

რას გულისხმობს ჩანაწერი - „განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება“? ნიშნავს თუ არა ეს, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლიან ის კანდიდატები, ვისაც პედაგოგიური პრაქტიკა არ აქვს? - აღნიშნული კითხვებით, etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა.

სტრუქტურის ცხელ ხაზზე დაგვიდასტურეს, რომ დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს სწავლების გამოცდილება: „სამწუხაროდ დარეგისტრირებას ვერ შეძლებთ, თუ არ ასწავლით სკოლაში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, - გვიპასუხეს სამინისტროში.

ტესტის ნიმუში, პროგრამა და ინტსტრუქცია რეგისტრაციისთვის

„მე გარანტიას ვაძლევ - ვინც მინიმალურ ცოდნას გამოავლენს, წარდგება გასაუბრებაზე ინკლუზიურ კომისიასთან... ბარიერი იქნება უცვლელი“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება