სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: როგორ იყენებენ ChatGPT​-ს სკოლებსა და უნივერსიტეტებში?
21-01-2024
-
+


ინსტუმენტი, რომელსაც შეუძლია კითხვებზე სწრაფი და მარტივი პასუხების გაცემა, ესეებისა და ნაშრომების დაწერა, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დიდი ცდუნებაა. არაერთ ქვეყანაში ჩატბოტებზე მოსწავლეთა ხელმისაწვდომობას ზღუდავენ. 

ამასთან, შესაძლებელია, ბევრი ისეთი დავალების მოფიქრება, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას არ მისცემს ხელოვნურ ინტელექტს მიმართონ, ისევე როგორც შესაძლებელია, როგორც არაერთი მასწავლებელი თვლის, ხელოვნური ნეიროქსელის დახმარებით ახალგაზრდებს ვასწავლოთ რაღაც ახალი. მოგითხრობთ, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც დროისა და ტექნოლოგიური განვითარების საწინააღმდეგოდ ცურვას არ ცდილობენ.

როგორ იყენებდნენ GPT განათლებაში ChatGPT-ის გამოჩენამდე?

ალგორითმი, გუშინ არ მოუგონიათ. ChatGPT, პირობითად რომ ვთქვათ, უბრალოდ უახლესი ვერსიაა მოსახერხებელი ინტერფეისით - ის მუშაობს GPT-3.5-ის ალგორითმზე. მართალია, უმრავლესობამ ამ ტექნოლოგიის შესახებ მხოლოდ ბოლო თვეებში შეიტყო, მაგრამ ზოგიერთმა მასწავლებელმა ბოლო რამდენიმე წელია უკვე მოასწრო ექსპერიმენტის ჩატარება და ამასთან, სრულიად წარმატებით. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც განათლებაში ალგორითმი გამოიყენა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი - პოლ ფეიფია. მან ექსპერიმენტს 2020 წელს მიმართა. ის უძღვებოდა კურსს - „მონაცემები და ადამიანები“. რომლის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის მონაცემთა სფეროში კრიტიკული წიგნიერების სწავლება. ერთ-ერთი მოდული მასწავლებელმა ხელოვნურ ინტელექტს მიუძღვნა და გადაწყვიტა 20 სტუდენტთან უჩვეულო ექსერიმენტი ჩაეტარებინა. 

სტუდენტებს უნდა დაეწერათ ესე GPT-2-ის ალგორითმის დახმარებით: ნამუშევარში უნდა შეეტანათ როგორც საკუთარი ტექსტი, ისე, რომელიც GPT-2-მ შესთავაზა. „სესხება“ შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი მოცულობის, მთავარია - ნაწარმოების ძირითად ნაწილში დამალულიყო ვინ რა დაწერა.

მოსწავლეებმა, დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი ძალებით მოამზადეს ესეს დასკვნითი, რეფლექსიის ნაწილი. ისინი აღწერდნენ, რამდენად რთული იყო სამუშაო პროცესი, რას გრძნობდნენ, როდესაც დავალებას „ბოტის“ დახმარებით ასრულებდნენ და თვლიდნენ თუ არა ნაშრომს საკუთრად. ნამუშევარს კი სტუდენტები დანართს აყოლებდნენ, სადაც ყვებოდნენ, რა დაწერა ალგორითმმა და რა დაწერეს თავად. 

როგორ დასრულდა ექპერიმენტი? სტუდენტები ვარაუდობდნენ, რომ მარტივად გაუმკლავდებოდნენ დავალებას - რადგან მათ ნაცვლად ალგორითმი იმუშავებდა. საქმეში კი 87% მალევე მიხვდა, რამდენად რთულია აიძულო ბოტი დაწეროს რაღაც თუნდაც საჭირო თემაზე.

ძველი ალგორითმი, ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში დღეს არსებული, მარტივად ასაღებდა სტუდენტებს მცდარ ინფორმაციას, ამასთან, ამატებდა არარსებულ წყაროებს.

სტუდენტები მიმართავდნენ სხვადასხვა სტრატეგიებს: ვიღაც შეეცადა GPT-2-ის ყველაზე ადეკვატური პასუხების გამოყენებას, სხვას მოუწია მის სტილსა და „თვალსაზრისს“ მორგებოდა.

შედეგად გამოვიდა რომ, სტუდენტებმა დაიწყეს თავიანთი ესეების განსხვავებულად ყურება - აღმოჩნდა, რომ ალგორითმი ძირს უთხრიდა მათ შემოქმედებითობას, თავისუფლად აზროვნებისა და წერის უნარს. 

პოლ ფაიფე განმარტავს, რომ დავალების პირობამ მოსწავლეებს აფიქრებინა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო ისინი ინტელექტუალური შრომისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ პირიქით გამოვიდა - მათ დაინახეს თუ რა დგას მოვლენის მიღმა, რომელსაც ისინი სულ სხვა თვალით უყურებდნენ. 

„ასეთი ექსპერიმენტები არ გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ჩვენი იდეები, როგორც მოცემულობა, გვაიძულებს გადავაკეთოთ ან გადავიაზროთ ისინი. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოცემულობა მოითხოვდა დამატებით მუშაობას, სტუდენტების ჩართულობამ სასწავლო პროცესში ჩემს მოლოდინს გადააჭარბა“,- მოყვა პოლ ფაიფე. 

4 წლის შემდეგ ალგორითმი უფრო დახვეწილად მუშაობს და სტუდენტებისთვისაც მარტივია მასთან მუშაობა. 


როგორ იყენებენ ChatGPT-ს დღეს განათლებაში: 

ბევრისთვის ალგორითმთან ნაცნობობა ChatGPT-იდან დაიწყო. არაერთისთვის ის უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ზოგიერთმა მასწავლებელმა უკვე დაიწყო მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

მაგალითად, პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლის პროფესორმა - ითან მოლიკმა 2023 წელს ChatGPT მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ საკუთარი კურსის სასწავლო პროგრამაში ჩასვა. 

როდესაც მის სტუდენტებს სჭირდებათ საკუთარი პროექტისთვის იდეის ჩამოყალიბება, ისინი ამას ჩატბოტს „სთხოვენ“, შემდეგ კი შეთავაზებული ვერსიების პლუსებსა და მინუსებს განიხილავენ. გარდა ამისა, მოლიკის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა ნეიროქსელის შეთავაზებული ინფორმაციის გადამოწმება და ასევე აღწერა, სად და რა ვითარებაში დაეხმარა ხელოვნური ინტელექტი მათ - ეს ღონისძიება უზრუნველყოფს აკადემიურ პატიოსნებას.

როგორც რადიო NPR-თან ინტერვიუში მასწავლებელი აღწერს, ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, მართალია, ეს თავად მოითხოვა, მაგრამ სავარუდოდ, ვერ შეძლებდა სტუდენტებისთვის ხელი შეეშალა, მიემართათ ChatGPT-თვის და აღიარა, რომ თავადაც ბოლომდე არ ესმის, როგორ უყურებს ცვლილებებს, ამიტომ განიცდის რაღაცას შუალედურს  -  ენთუზიაზმსა და შფოთვას შორის. 

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დენი სნელსონი გეგმავს უფრო შორს წავიდეს და სტუდენტებთან ექსპერიმენტი ჩაატაროს. მისი გეგმა შემდეგია - სტუდენტებმა სთხოვონ ჩატბოტს დაწეროს თხზულება თემაზე, რის შესახებაც მათ არაფერი იციან. შემდეგ კი უკვე მზა ტექსტებით განიხილავენ მისი შესაძლებლობების საზღვრებს და ტექსტებში მოცემულ არგუმენტებს. 

ზოგიერთი მასწავლებელი უფრო სწორხაზოვან მიდგომას ირჩევს. მაგალითად, ვისკონსინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ენ გერსბახერმა ChatGPT-ის დავალება პროგრამაში მხოლოდ იმიტომ ჩართო, რომ სტუდენტებს ახალი პროდუქტი გაეცნოთ და, ამავდროულად, ესწავლათ მასთან მუშაობის გარკვეული წესები.

ChatGPT-ს იყენებენ სკოლაშიც. გაზეთი The New York Times გვიზიარებს უფროსი კლასების მასწავლებლის - ჩერი შილდსის გამოცდილებას. მან მოსწავლეებს შესთავაზა ჩატბოტის დახმარებით მოეფიქრებინათ ესეს სტრუქტურა, რომელიც XIX საუკუნის ორ ლიტერატურულ ნაწარმოებს შეადარებდა, აი ნამუშვრის დაწერა კი მათ საკუთარი ხელით მოუწიათ. 

ჩატბოტის გამოჩენიდან არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგიერთი უნივერსიტეტი სწრაფად გამოეხმაურა ცვლილებას. მაგალითად,  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT), ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, ილინოისის უნივერსიტეტისა და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ვებსაიტებზე მასწავლებლებისთვის უკვე შესაძლებელია დეტალური სახელმძღვანელოს ნახვა, რათა შექმნან ამოცანები, რომლებსაც, ბოტის ჩართულობთ, მხოლოდ ადამიანები გაუმკლავდებიან. 



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
შეიძლება თუ არა აღდგომას სასაფლაოზე გასვლა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება