სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაზე რეგისტრაცია იწყება
21-05-2018
-
+


27 მაისს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობა მე-12 კლასელებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. 

მაისის თვის ტესტირებისათვის დარეგისტრირება იმ აბიტურიენტებსაც შეეძლებათ, რომლებმაც სადიაგნოსტიკო ტესტირება თებერვლის ან მარტის თვეში გაიარეს. აპლიკანტები ტესტის სრულიად ახალ ვერსიაზე იმუშავებენ. დავალებები მხოლოდ ამ პროექტისათვის შეიქმნა და არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტთათვის მონაწილეობა კი სრულიად უფასო იქნება. ისინი შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვებგვერდზე:  www.seu.edu.ge 21 მაისის 16:00 საათიდან. დარეგისტრირება შეზღუდული იქნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ტესტირება აპრილის თვეში გაიარეს.

ზოგადი უნარების სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდება 27 მაისს, ორ სესიად, ქ. თბილისში მისამართზე: წინანდლის N9. სესიას (გამოცდის დროს) აპლიკანტი რეგისტრაციისას  ირჩევს.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს თხოვნით მიმართავს, თუ რეგისტრაციის გავლის შემდეგ გადაიფიქრებენ მონაწილეობას, გააუქმონ რეგისტრაცია, რომ სხვა მსურველებს საშუალება მიეცეთ, ჩაერთონ იმიტირებულ გამოცდაში. მაისის თვეში რეგისტრაციის გავლა 800 აპლიკანტს შეეძლება. ადგილების შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაიხურება.

„სანდო თანამგზავრი“ პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება