სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის ტურიზმის სკოლა დაარსდება
21-05-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი სკოლის le Roshes-ს პრეზენტაციას დაესწრო.

le Roshes ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე, სასტუმროების მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამით დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მსურველებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მაღალი დონის საერთაშორისო განათლება ტურიზმის მიმართულებით.

პირველ ეტაპზე, პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სფეროში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომელთა მომზადების პროცესში ჩართულები იქნებიან le Roshes-ს პრაქტიკოსი ლექტორები და სპეციალისტები. ხოლო მეორე ეტაპზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, le Roshes-ისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაფუძნდება ტურიზმის სკოლა, სადაც მომზადდებიან ქვედა და საშუალო რგოლის კადრები. ახალი თანამშრომლობა უზრუნველყოფს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებასა და ტურიზმის შემდგომ განვითარებას.

le Roshes-ს მსოფლიო აღიარება მოუტანა ინოვაციურმა საგანმანათლებლო პროგრამებმა, რაც პრაქტიკისა და თეორიის სინთეზს ეფუძნება. 2018 წელს, დამსაქმებელი ორგანიზაციების მიერ le Roshes ტურიზმის ინდუსტრიაში ლიდერად დასახელდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება