სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

,,10 ათასზე მეტი აპლიკანტიდან 98 პროცენტმა ზღვარი გადალახა'' - მაია მიმინოშვილი
20-05-2018
-
+


მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დღეს დაიწყო. 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს ქართული ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფიაში ტარდება. დღეს უწევთ გამოცდების ჩაბარება მოსწავლეებს ქართულში, რომელთაც ქართული არჩეული აქვთ, როგორც მეორე ენა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, 10 ათასზე მეტი მოსწავლე გავიდა გამოცდაზე (გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული).

მისივე თქმით, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 98%-მა გადალახა.

ამასთან, როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, არაქართულენოვან სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მეორე საგნად ქართულ საგანს აბარებდნენ, მათში ჩაჭრის მაჩვენებელი მაღალია და დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

ხვალ, 21 მაისს გამოცდები უცხოურ ენებსა და ბიოლოგიაში ჩატარდება, 22 მაისს ისტორიასა და ფიზიკაში, ხოლო 23 მაისს მათემატიკასა და ფიზიკაში.

გამოცდების ბოლო დღეს, 24 მაისს მოსწავლეებს ქიმიაში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.

წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება