სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში კონფერენცია გაიმართა
30-11-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია: „STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“.

კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე და ნიკო ჯაფარიძის დაბადებიდან 131-ე წლისთავს მიეძღვნა და სიმბოლურია, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ნოემბრის თვეში - 8 ნოემბერი STEM-ის საერთაშორისო დღეა.

„STEM საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას და სწრაფად ინერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში; მეტიც, ის თანდათან ვითარდება და დღეს აქტუალურია STEM/STEAM/STREAM განათლება, რომელიც ხელს უწყობს საკითხების უკეთ შემეცნებას ერთიან ჭრილში (ჰოლისტური მიდგომა), ცოდნის ორგანიზებას და შესაბამის ტრანსფერს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ:

• მურად ჯიშკარიანი, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;

• შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

• თეა ღვინიანიძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათისა და გელათის საჯარო სკოლების ფიზიკის და ტექნოლოგიების მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი STEM-ის მიმართულებით, ზოგადი განათლების უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი ტექნოლოგიების მიმართულებით, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ტრენერი რობოტიკის მიმართულებით;

• მარინე რუსაძე- კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი პედაგოგი;

• გენადი მარგველაშვილი- ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი;

• მამულო ბუჭუხიშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი;

• დავით ჯაფარიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკის დოქტორი. აღსანიშნავია, რომ ბატონი დავით ჯაფარიძე არის ნიკო ჯაფარიძის შვილიშვილი.

ნიკო ჯაფარიძე 1916-1926 წლებში მუშაობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ამჟამად ქუთაისის N2 საჯარო სკოლა), იგი არის ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებელი საქართველოში- ქიმიის კაბინეტის შექმნა საქართველოს სკოლებში სწორედ მის სახელს უკავშირდება; საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსუდან ნიკოლაძესთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შემუშავების საქმეში. ბატონ დავითთან ერთად კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ნიკო ჯაფარიძის შთამომავლები -  მარინა ჯაფარიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტი (განათლების ადმინისტრირება), გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე და ნინო ჯაფარიძე, იპოლიტოვ -ივანოვის სახელობის მე-6 ხელოვნების სკოლის პედაგოგი.

მუშაობა წარიმართა ორ სექციაში. წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მოხსენებები; კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლები, ასევე სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან. კონფერენცია კიდევ უფრო საინტერესო გახადა მოსწავლეთა ჩართულობამ. კერძოდ, მათ წარმოადგინეს:

• „SMART დამრევი“ -ნია როხვაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მე-9 მოსწავლე, ხელმძღვანელი უტა კილასონია;

• „გეომეტრიული ფიგურების მოცულობის დადგენა“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ქეთი ფრუიძე და მე-11 კლასის მოსწავლე ლია ფრუიძე, ხელმძღვანელი მაია ჩაჩხიანი, მათემატიკის მენტორი მასწავლებელი, ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი;

• „ჭკვიანი ურნა“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ოთარ ლაღაძე, ხელმძღვანელი მარინე რუსაძე, ქიმიის წამყვანი მასწავლებელი.

ბოლოს, მონაწილეებმა შეაჯამეს კონფერენციის მუშაობა. კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს სერტიფიკატები გადასცა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ამირან ძაგნიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება