| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავთან დაკავშირებით, საინტერესო კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების დახმარებით პრეზენტაციები მოამზადეს. ბავშვები დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ბიოგრაფიას გაეცნენ, წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, გადაიწერეს ისინი და ილუსტრაციები შექმნეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ ასევე უყურეს ფილმს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ. ბავშვებმა ასევე ნახეს მწერლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმები, იმსჯელეს მათ შესახებ ბოლოს კი მოისმინეს მწერლის ხმა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, ასევე კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
ქართული ენის მასწავლებელმა - რუსუდან თოიძემ აქტიურობისთვის მოსწავლეებს მადლობის ბარათები გადასცა.
„იაკობ გოგებაშვილის დღეების“ ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - რუსუდან თოიძე, თეა ქორჩილავა, თეონა ლორთქიფანიძე, მაია იმნაძე, ნინო უგულავა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს