| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და დასაფასებელი პროფესიაა. სწორედ ამის აღსანიშნავად და საუკეთესო პედაგოგთა ღირსებების გამოსავლენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკურსი - „მასწავლებლის ეროვნული პრემია“ გამოაცხადა.
სენაკის N3 საჯარო სკოლამ „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“ კანდიდატად ხელოვნების პედაგოგი თინათინ ჭანტურია წარადგინა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ ის საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობითა და ერთგულებით გამოირჩევა. პედაგოგი სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან დიდი მონდომებით, აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეებს ხელოვნების მიმართ სიყვარულს უღვივებს. მათივე თქმით, მის განსაკუთრებულობას სასკოლო საზოგადოების, თემის სიყვარული და მისი ბევრი ღირსეული საქმე ადასტურებს.
„ჩვენს სკოლაში მოსვლის დღიდან, იგი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ქ-ნი თინათინი გამოირჩევა თავისი ერუდიციით, საქმისადმი ერთგულებითა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, ორგანიზებულობით, სანდოობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. იგი სამართლიანი, ობიექტური და გულწრფელია, არის კომუნიკაბელური, ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე ადამიანი
თინათინ ჭანტურია აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე, ხელოვნების მიმართ მათი ინტერესის გაღვივებაზე, როგორც მომავალი გლობალური მოქალაქეების აღზრდაზე. ამისთვის ის ეხმარება მოსწავლეებს ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.
უწყვეტი პროფესიული ზრდა, შრომისმოყვარეობა, მოსწავლეთა შედეგები და მათი ჩართულობა შემოქმედებით პროექტებში, ასევე წარმატების დამადასტურებელი ფაქტები, სასკოლო საზოგადოებისა და თემის სიყვარული, კიდევ ბევრი ღირსეული საქმე ადასტურებს ქალბატონი თინათინ ჭანტურიას განსაკუთრებულობას!
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ღირსეულ კანდიდატს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას