სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პანტიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დმანისის „ეტალონი გუნდის“ ტიტული მოიპოვეს
02-10-2023
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის გუნდმა „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ დიდი წარმატებას მიაღწია. 

მათ პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებული 20 კითხვის შემდგომ გამოვლინდა და „დმანისის ეტალონი გუნდის“ ტიტული დაიმსახურა. გუნდის წევრები არიან: ჯანან გარიბოვა - VI კლასი, შირხან შარიფოვი - VI კლასი, სარა შარიფოვა - VI კლასი, ნაილ შარიფოვი - VII კლასი და ალი ნასიბოვი - VII კლასი.  

აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ ერთგულ ეტალონელებს დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ჩაატარებს.

პირველი მუნიციპალიტეტი დმანისი იყო, საგანმანათლებლო ცენტრში, ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

მოსწავლეთა საგულშემატკივროდ ცენტრში შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება