სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

13 მაისს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაცია თელავში გაიმართება
11-05-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი #სანდოთანამგზავრის ფარგლებში ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციას თელავსა და ქუთაისში ჩაატარებს.

სადიაგნოსტიკო ტესტირების გავლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს ექნებათ, რომლებმაც საგამოცდო ცენტრად თელავი მიუთითეს და არ მიუღიათ მონაწილეობა 28 აპრილის ტესტირებაში.

ტესტირებისათვის რეგისტრაცია 8 მაისს 16:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge

მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე.
აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათიდა 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირება ჩატარდება 13 მაისს ქ. თელავში შემდეგ მისამართზე: ალაზნის გამზირი N22 თელავის მე-7 საჯარო სკოლა. 

ქუთაისში ტესტირება, სავარაუდოდ, ივნისის პირველ რიცხვებში ჩატარდება.
„სანდოთანამგზავრი" პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

„სანდოთანამგზავრი" წელს ასევე სთავაზობს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციას ონლაინ და ყოველკვირეულ რუბრიკას „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად", სადაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტესტის სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება