| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
სწავლასმოწყურებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, ამაზე კი მასწავლებლებმა აქტიურად იზრუნეს და ბავშვებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზეს.
მათ შორის, მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი წარიმართა V კლასში ბუნების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა გახლდათ - კვლევის მეთოდები. მოსწავლეებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მარილიან წყალში კვერცხი ტივტივებს, მტკნარში კი იძირება.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული საქმიანობა და ექსპერიმენტები მოსწავლეთა დიდ ინტერესსა და მეტ ჩართულობას იწვევს, შესაბამისად პედაგოგები აღნიშნულ აქტივობებს ხშირად მიმართავენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი