| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად გულმოდგინედ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
მათ მოსწავლეებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება და უსურვეს წინსვლა და წარმატება.
განსაკუთრებული იყო პირველკლასელებთან შეხვედრა. მათ ხომ პირველად შეაღეს სკოლის კარი. პატარებს საკლასო ოთახებში დახვდათ საზეიმო გარემო და კუთვნილი საჩუქარი - ბუკები და სახელმძღვანელოები. პედაგოგებმა ბავშვებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დაულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წლები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მუხრანას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ