სიახლეები
ყველაზე პოპულარული


5 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა, სტაბილურად მძიმეა
10-05-2018
-
+


ექვსი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა, სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ადგილობრივი დაზიანებები აღენიშნება, რომელთა სიმძიმის ხარისხი რამდენიმე დღეში დადგინდება.

შემთხვევა ფოთში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ 5 წლის შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.

„კივილი დაიწყო სიმწრისგან. გაუსივდა ენა, ტუჩები. პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ბავშვი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება