სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU არის ადგილი, სადაც ცოდნის პრაქტიკით განმტკიცების მრავალფეროვანი შესაძლებლობა გაქვს - გაიცანით მეორე კურსის სტუდენტი ანჟელა სეროპიანი
24-08-2023
-
+


ანჟელა სეროპიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ახლახანს გადავიდა მეორე კურსზე. როგორც თავად აღნიშნავს, KIU-ში სწავლის პერიოდში არაერთი საინტერესო აქტივობის მონაწილე გახდა და ისეთი გამოცდილებები შეიძინა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომავალში როგორც პირადი, ისე კარიერული მიმართულებით გამოადგება.

ანჟელა აქტიური სტუდენტია და მაქსიმალურად ცდილობს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის რომ მისი ცოდნა და გამოცდილება გაიზარდოს. სწორედ ამ მიზნით, გადაწყვიტა, სწავლის პირველ წელს მიღებული ცოდნა პრაქტიკით განემტკიცებინა და GITA
-სა და KIU-ს ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ ინოვაციების საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიეღო, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

სკოლა ივლისს დაიწყო და ანჟელა უკვე ყოველდღიურად ინტენსიურად იძენს ანტრეპრენერებისათვის საჭირო ცოდნასა და მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარებს. 

როგორც თვითონ ამბობს, პროექტში მონაწილეობამ მას ბევრი რამ ასწავლა - მოისმინა ისტორიები და მაგალითები, რომლებიც მომავალში დაეხმარება, რომ კარიერული წინსვლისას იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროს. აღნიშნული ორი კვირის განმავლობაში არაერთი დღე იყო მისთვის დასამახსოვრებელი, მაგრამ ანჟელა განსაკუთრებით ჯგუფების შექმნის დღეს გამოარჩევს.

„არ ვიცოდი რამდენად შევძლებდი უცხო ადამიანებთან ერთად მუშაობას, თუმცა ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. მივხვდი, რომ საჭიროა კომფორტის ზონიდან გამოსვლა - ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ერთად მუშაობა. ვფიქრობ, მომავალში უკვე სრულიად უცნობ ინდივიდებთან მუშაობისთვის მზად ვიქნები, რაც ვფიქრობ, ძალიან საჭიროა,“ - ამბობს ანჟელა და გვეუბნება, რომ საკუთარ გუნდთან ერთად არაერთი საკმაოდ ამბიციური  გეგმა დაისახა.

ანჟელა გუნდთან ერთად გეგმავს, რომ შექმნას მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვაში
დაეხმარება. უფრო კონკრეტულად კი მარშრუტის დადგენისას გათვალისწინებული იქნება პირის ინტერები, ბიუჯეტი და დრო.

ისინი აგვისტოს განმავლობაში კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან აღნიშნული სტარტაპის პოტენციალს, შესაძლებლობებს, დადებით და უარყოფით მხარეებს და მოემზადებიან სექტემბერში საზაფხულო სკოლის დასკვნითი ნაწილისათვის, რაც მოიცავს ე.წ. „Pitch/Demo Day”-ს.

„ვიმედოვნებ,რომ ზაფხულის სკოლის შემდეგ რეალურ ბაზარზე გასვლას შევძლებთ ჩვენი სტარტაპით. ასე რომც არ მოხდეს, მიმაჩნია,რომ მაინც შევძლებთ საკუთარ შეცდომებზე სწავლასა და ახალი იდეებით წინსვლას, რადგან აქ დაგროვილი გამოცდილება ბევრი კარგი საქმის წამოწყების შესაძლებლობას გვაძლევს“- ასე აჯამებს ანჟელა საკუთარ დამოკიდებულებას სამომავლო გეგმების შესახებ.

ანჟელას ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკა როსტომაშვილის მიერ შემუშავებულ პროექტში მუშაობა არაერთმა მაღალკურსელმა ურჩია. აღნიშნული სკოლა უკვე მესამეჯერ იმართება და ყოველწლიურად აპლიკანტების საკმაოდ მაღალ რაოდენობა რეგისტრირდება, შესაბამისად მას საკმაოდ მაღალი მოლოდინები ჰქონდა.

როგორც სტუდენტი გვეუბნება, მისი წარმოდგენები ამ სკოლის შესახებ იმაზე მეტად გამართლდა, ვიდრე ელოდებოდა და პროექტი დაეხმარა, რომ გაეგო იყო თუ არა ეს სფერო მისთვის საინტერესო.

„მომავალში საკუთარ თავს ვხედავ ანტრეპრენერად, რადგან მომწონს დაბრკოლებებთან შებრძოლება, ახალი გამოცდილებები და წვლილის შეტანა საკუთარი სტარტაპის განვითარებაში“- გვეუბნება ანჟელა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება