სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლაში ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში მიდგომებსა და სწავლის პროცესს“ - მასწავლებლობის მსურველი საგამოცდო ცენტრიდან 
24-07-2023
-
+


საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები დღეს, უცხოური ენების პრაქტიკული ნაწილის გამოცდით სრულდება. 

როგორც აპლიკანტები აღნიშნავენ, გამოცდა არც ისეთი რთული იყო მოსასმენი დავალებები კი თანამედროვე სწავლის მიდგომებსა და ჯგუფურ სამუშაოებზე იყო. სალაპარაკო თემა ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებისთვის შემდეგი იყო - უნდა იცოდნენ თუ არა პედაგოგმა მოსწავლის მშობლიური ენა.  


„გერმანული ენის გამოცდაზე ვიყავი. წერითი ნაწილი უფრო რთული იყო ჩემთვის. თუმცა, საერთო ჯამში, რთული არ ყოფილა. მთარმგნელის დიპლომი მაქვს და სტატუსი მჭირდება, რომ სკოლში დავიწყო მუშაობა. ზოგადად რა სიტუაციაა სკოლებში არ ვიცი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან თუ გავიხსენებ უფრო მეგობრული ვიქნებოდი მოსწავლეებთან. პირველ რიგში, საგანი უნადა შეაყვარო, მიზანი დაანახო, თავში კი არ უნდა ჩაუდო მასალა. მოტივაცია უნდა აუმაღლო, რომ თავად მოუნდეს სწავლა. როცა შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ მოსწავლე დაინახავს სწავლის არსსა და მნიშვნელობას.

დონე კარგი იყო, პირველად გავედი გამოცდაზე და ვფიქრობ, თუ ვერ ჩავაბარე არ ვარ ღირსი და არ ვიმუშავებ, უფრო მეტს ვიშრომებ და უფრო მომზადებული გავალ მომავალში“, - გვეუბნება გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი

„გერმანილის გამოცდაზე ვიყავი, ჩემთვის ორივე , სალაპარაკო და წერითი ნაწილი მარტივი იყო, პირველად გავედი გამოცდაზე. სკოლაში ძალიან ბევრ რამეს შევცლიდი, პირველ რიგში მიდგომებს, სწავლის პროცესს, მონოტონური გაკვეთილები ნამდვილად არ მომწონს. მრავალფეროვნებას შევიტან საგაკვეთილო პროცესში“, - აღნიშნავს აპლიკანტი.

„ქართული ენის გამოცდაზე ვიყავი, თავად ქართულენოვანი ვარ და  ვფიქრობ, არ იყო რთული, მაგრამ არაქართულენოვან მასწავლებელს, უფრო წერითი ნაწილი გაუჭირდებოდა.. რაც შეეხება დავალებებს,  მოსასმენი ცხოვრებისეულ თემებზე იყო, ჯგუფურ სამუშაოებთან დაკავშირებით და თანამედროვე სწავლებაზე. ასევე, არის თუ  არა აუცილებელი არაქართულენოვან სკოლაში მასწავლებელმა იცოდეს მოსწავლის მშობლიური ენა“, - აღნიშნა აპლიკანტმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება