სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის 4 სკოლა, სადაც პირველკლასელთათვის გამოყოფილი ადგილები ელექტრონული რეგისტრაციის პირველივე წუთზე შეივსო
08-05-2018
-
+


საქართველოს მასშტაბით პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დილის 9 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში, 13 500 პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის რამდენიმე სკოლაში ყველა თავისუფალი ადგილი მომენტალურად, პირველსავე წუთზე შეივსო. კერძოდ, ეს სკოლებია N161, N51, პირველი კლასიკური გიმნაზია, პირველი ექსპერიმენტული. თუმცა ეს არ არის სრული რაოდენობა იმ სკოლებისა, სადაც ადგილი მომენატლურად შეივსო. ზაზა ტყემალაძის ცნობით, ზუსტი რაოდენობა ინფორმაციის დამუშავების შემდეგ გახდება ცნობილი.

რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ზაზა ტყემალაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სერვერი გამართულად მუშაობდა და შეფერხება არ ყოფილა. მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რითაც განათლების მართვის საინფორმაციო სისიტემას მიმართავდნენ, სარეგისტრაციო კოდის დაგვიანებით მისვლას შეეხებოდა.

„როდესაც ბოლომდე გაივლიან რეგისტრაციას, სისტემა უწერთ, რომ რეგისტრაცია დასრულებულია. შემდეგ ელოდებიან კოდის მისვლას. ზოგ შემთხვევაში კოდის მისვლა გვიანდება, ერთადერთი ამასთან დაკავშირებით მოგვმართავენ, რომ კოდი არ მისვლიათ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ კოდი აუცილებლად მიუვათ დღის განმავლობაში,“ - აღნიშნა ზაზა ტყემლაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება