სიახლეები
ყველაზე პოპულარული


თუ ბავშვი დაარეგისტრირეთ და კოდი არ მოგსვლიათ - როგორ მიმდინარეობს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია
08-05-2018
-
+


პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს 09:00-ზე დაიწყო. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რეგისტრაციის დაწყებიდან ამ დრომდე, დაახლოებით ორ საათში, 13 500 პირველკლასელი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს:

„რეგისტრაციის დროს ჩვენი მხრიდან შეფერხება არ ყოფილა, სერვერი გამართულად მუშაობს, ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ვინც ვერ მოასწრო სასურველ სკოლაში დარეგისტრირება, მათ სათადარიგო სკოლაში დაარეგისტრირეს შვილი. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ადგილები სწრაფად ივსება,“ - აღნიშნა ზაზა ტყემალაძემ.

რაც შეეხება სარეგისტრაციო კოდის დაგვიანებით მისვლას (მოკლე ტექსტური შეტყობინება მისდის რეგისტრატორს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ), ზაზა ტყემალაძის თქმით, ყველა დარეგისტრირებულს დღის განმავლობაში კოდი აუცილებლად მიუვა:

„როდესაც ბოლომდე გაივლიან რეგისტრაციას, სისტემა უწერთ, რომ რეგისტრაცია დასრულებულია. შემდეგ ელოდებიან კოდის მისვლას. ზოგ შემთხვევაში კოდის მისვლა გვიანდება, ერთადერთი ამასთან დაკავშირებით მოგვმართავენ, რომ კოდი არ მისვლიათ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ კოდი აუცილებლად მიუვათ დღის განმავლობაში,“ - აღნიშნა ზაზა ტყემლაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპია. პირველ ეტაპზე, რომელიც 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, 19 793 მოსწავლე დარეგისტრიდა. ამ ეტაპზე ვაკანტური ადგილების რაოდენობა დაახლოებით 40 000-ზე მეტია.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება