სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნეტა, მატრიცებს და კურიკულუმებს მოგვაშორებდეს“ - რას ელიან პედაგოგები ახალი მინისტრისგან
26-03-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა. მასწავლებლების ნაწილი ახალ მინისტრზე იმედებს ამყარებს. პედაგოგებს სურვილი აქვთ, განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გულთან ახლოს მიიტანოს პრაქტიკოსებისა და მაძიებლების ბედი, სტატუსის ამაღლების მსურველები იმედოვნებენ, რომ გიორგი ამილახვარი მასწავლებლების ინტერესს გაითვალისწინებს და ე.წ. ქაღალდომანიას გააუქმებს.

პედაგოგების ნაწილი კი უიმედოდაა განწყობილი. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად უნდა ინიშნებოდეს პირი, რომელსაც სკოლაში რამდენიმე წელი მაინც აქვს ნამუშევარი, რათა უკეთ ესმოდეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრობლემები.

etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ მასწავლებლები ახალ მინისტრზე. მათ პასუხებს კონფიდენციალურობის დაცვით გთავაზობთ.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ვისურვებდი მასწავლებლად ნამუშევარ პიროვნებას, რათა უკეთ დაეფასებინა ჩვენი პროფესია და მეტად გაეგო პედაგოგების წინაშე არსებული გამოწვევები. მე რამდენადაც ვიცი, ახალი მინისტრი იურისტია. ვაფასებ, მაგრამ არ მგონია, ჩვენთვის რაიმე ახალი და სასიკეთო მოიტანოს, თუმცა ვისურვებდი ამას“.

„იქნებ უსტატუსო მასწავლებლებს მოგვხედოს, ვისაც სკოლაში მუშაობის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დავიმსახურეთ უფროსის სტატუსი. ჯერ პრაქტიკოსი ვიყავი, მერე მაძიებელი გავხდი და სულ სამსახურის დაკარგვის შიშში ვარ. ესაც განაპირობებს, რომ ამ დრომდე გამოცდა ვერ ჩავაბარე სასურველი შედეგით. რა საჭიროა ეს პედაგოგების დაყოფა სტატუსების მიხედვით, იქნებ მინისტრამდე ვინმემ მიიტანოს ხმა“.

„ქაღალდომანიას იქნებ დაესვას წერტილი. წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა ჩავაბარე და იმედი მქონდა, სტატუსის ამაღლება მხოლოდ გამოცდით მოხდებოდა. ახლა პორტფოლიოზე მომიწევს ტვინის ჭყლეტა. ეს ქაღალდომანია იმდენად დამღლელია, ამ ენერგიას ისევ ბავშვებს რომ ვახმარდე, უკეთესი იქნებოდა.“

„ნეტა მატრიცებსა და კურიკულუმებს მოგვაშორებდეს. იმდენი ახალი ტერმინოლოგია გაჩნდა ერთდროულად ჩვენს პროფესიაში, რომ თავბრუ მაქვს დახვეული. გარდა მაგისა, მინდა, მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდეს, ყველა ჩვენ არ გვლანძღავდეს და გვარიგებდეს ჭკუას. ახალ მინისტრს მხოლოდ ერთს ვთხოვდი - დააფასეთ მასწავლებლები და მათი შრომა, აღუდგინეთ შელახული რეპუტაცია ამ პროფესიას!“

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნისთანავე გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს ღირსეულ პირობებს დაჰპირდა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება