სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა განსხვავებაა ფორმალურ და არაფორმალურ უკუკავშირს შორის? - რა შემთხვევაშია ეფექტური მასწავლებლის კომენტარი
23-02-2023
-
+


სწავლების პროცესში ეფექტური უკუკავშირი პირდაპირ აისახება მოსწავლის განვითარებაზე.

ეფექტურია უკუკავშირი, თუ მასწავლებელი მოსწავლეს კონკრეტულ მითითებებსა და რჩევებს აძლევს და დეტალურად აღწერს, რა აქვს გასაუმჯობესებელი მას.

უკუკავშირი შეიძლება იყოს ფორმალური ან არაფორმალური. ფორმალურია უკუკავშირი, როდესაც მოსწავლის შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის საშუალებით ხდება, ხოლო არაფორმალურია უკუკავშირი, როდესაც პედაგოგი აკვირდება მოსწავლის მუშაობას და მყისიერად გასცემს კომენტარებს.

თუ გსურთ, თქვენმა უკუკავშირმა მოსწავლეზე დადებითი გავლენა მოახდინოს და ეს მის აკადემიურ მიღწევებზეც აისახოს, გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • დეტალურად აღწერეთ, რა გამოსდის მოსწავლეს კარგად;
  • კონკრეტულად მიუთითეთ, რა და როგორ უნდა გააუმჯობესოს;
  • აუხსენით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რა უნდა გამოასწოროს, რომ უკეთესი შედეგი ჰქონდეს.

რატომ არის კონკრეტული მითითებები მნიშვნელოვანი?

ერთი მოსწავლის მიმართ გაცემული უკუკავშირი დადებითად აისახება მთელ კლასზე. მაგალითად: თუ მოსწავლეს ეტყვით, რომ დავალება კარგად შეასრულა, სავარაუდოდ, ვერ თავად და ვერც კლასი მიხვდება, კონკრეტულად რა მოგეწონათ. მაგრამ თუ მის ნამუშევარს აღწერთ, მაგ,: „არ გაქვს დაშვებული პუნქტუაციური შეცდომები“, „ტექსტში ჩანს, რომ აზრებს ლოგიკურად აბამ ერთმანეთს და კარგად მსჯელობ“, „დაცულია წერის სტილი“, „არ გაქვს სინტაქსური შეცდომები“, „შენ მიერ მოყვანილი არგუმენტები დამაჯერებელი და საინტერესოა“ და ა.შ. ასეთი შეფასება მთელ კლასზე მოახდენს გავლენას, ბავშვები საკუთარ ნამუშევარსაც გააანალიზებენ და მიხვდებიან, როგორი ნამუშევარი ფასდება დადებითად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება