სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეს უნდა შეეძლოს ორ უცხოურ ენაზე წერა და საუბარი - კონკრეტულად რა ვალდებულებები აქვთ უცხოური ენის მასწავლებლებს სკოლაში?
23-02-2023
-
+


უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი, - ამის შესახებ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშია განმარტებული.

დოკუმენტის თანახმად, უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.

ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, უცხოური ენის მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა მისცენ ცოდნა, რომელსაც ბავშვები ცხოვრებაში, პრაქტიკულად გამოიყენებენ. ამასთან, აუცილებელია თითოეულ მოსწავლეს შეეძლოს სკოლაში ნასწავლ უცხოურ ენაზე წერა და საუბარი.

მოგეხსენებათ, პირველი კლასიდან სავალდებულოა პირველი უცხოური ენის -  ინგლისურის სწავლება. ხოლო მეორე უცხოური ენის სწავლება V კლასიდან იწყება, თუმცა საჯარო სკოლას უფლება აქვს, მეორე უცხოური ენის სწავლება მესამე კლასიდან დაიწყოს, ამ შემთხვევაში სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებაა აუცილებელი.

მეორე უცხოურ ენად დაშვებულია ნებისმიერი სხვა ენა ინგლისურის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, ინგლისურის სწავლება პირველი კლასიდან ისედაც სავალდებულოა. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი უცხოური ენა შესთავაზოს.

გარდა ორი სავალდებულო უცხოური ენისა, X-XII კლასებში დაშვებულია არჩევით საგნად მესამე უცხოური ენის სწავლებაც. რაც შეეხება არაქართულენოვან სკოლებს, მათ უფლება აქვთ თავიანთ მოსწავლეებს, სახელმწიფო და მშობლიური ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება