სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N26 სკოლის მოსწავლეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ „ცხოველების მეგობრის“ სტატუსი მიანიჭა
13-02-2023
-
+


თბილისის N26 საჯარო სკოლაში პედაგოები მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო სახის შეხვედრებს მართავენ.

ამჯერად, მათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლის თამარ აფციაურის მოწვევით მე-3 კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ და ცხოველების შესახებ საინფორმაციო - შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაუტარეს.

„გაკვეთილი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა - დამოკიდებულებების ჩამოყალიბება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მე-3 კლასის მოსწავლეებს საპატიო სტატუსი - „ცხოველების მეგობარი“ მიანიჭა და ისინი შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

შეხვედრა სახალისო და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობასა და მათ უფლებეზე ინფორმაცია მიიღეს.
ასევე გაეცნენ საკითხებს -  ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიებზე, მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებეზე. გაიგეს, როგორ უნდა მოექცნენ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში.

ასევე შეხვედრაზე განიხილეს მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესების შესახებ საკითხები. იმსჯელეს ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება