სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არც ერთი დღე წიგნის გარეშე!“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნა
03-02-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მკითხველთა კლუბი „გონიერი ხუცუბანი“, აქტიურად მუშაობს. კლუბმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩაატარა. წიგნიერების დღესასწაულს კლუბის წივრები მომზადებულნი შეხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მკითხველთა კლუბი ხუცუბნის საჯარო სკოლაში  2016 წლიდან სხვადასხვა სახელწოდებით არსებობს.

კლუბის უცვლელი კურატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა მიქელაძეა.

მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები სლოგანის - „არც ერთი დღე წიგნის გარეშე“, ირგვლივ ერთიანდებიან.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მკითხველთა კლუბი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს  მოსწავლეთა თვითრეალიზაციას, სწავლისადმი მოტივაციის, ინტელექტის დონის, ერუდიციის ამაღლებასა და გონებრივი განვითარებისათვის ხელშეწყობას...

მე-8 კლასელები საგულდაგულოდ მოემზადნენ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისთვის, მათ გაითამაშეს - „წიგნების სანტა“, შეარჩიეს წიგნები, შეიძინეს დაგაახარეს ერთმანეთი.

მოსწავლეებმა 2  თებერვალს, სათითაოდ წარმოადგინეს წაკითხული წიგნების ანოტაცია, განმარტეს ჟანრი, ფაბულა და ურჩიეს, თუ რატომ უნდა წაიკითხონ წიგნი.

მოსწავლეებმა ცნობილი წიგნის მნიშვნელობაზე ფრაზები გაიხსენეს:

„მკითხველის ერუდიცია განსაზღვრავს,  რისი ღირსია ხალხი“;  ,,კითხვა უნარია, ნიჭია, მკითხველიც ნიჭია“; ,,ყოველი წიგნის წაკითხვისას ხდები უკეთესი...''.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება