სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე კალის საჯარო სკოლაში
03-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელკალის საჯარო სკოლაში წიგნეიერების დონის ამაღლებისა და კითხვის კულტურის დანერგვის მიზნით  საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2 თებერვალს აღინიშნება. ღონისძიებაში 100-მდე ქვეყნის 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც ერთიანდებიან სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო - გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული!“, ირგვლივ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „საჯაროდ, ხმამაღლა კითხვის დღე“ გამართეს: მოსწავლეებმა მათთვის გამორჩეული ლიტერატურული ტექსტებიდან ფრაგმენტები საჯაროდ წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ერთმანეთის კითხვა მოისმინეს, ყველა მათგანი დიდ მონდომებით ცდილობდა საუკეთესოდ წარმოეჩინა თავი...

საბოლოოდ მოსწავლეებმა აღიარეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ „წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს“ არ დაელოდებიან და პერიოდულად გამართავენ კონკურსს ხმამაღლა კითხვაში და „საუკეთესოს“ თავადვე გამოავლენენ, ხოლო სკოლის დირექცია მათ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.

სკოლაში საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილ პირველ ღონისძიებას სიხარულით შეხვდნენ პედაგოგებიც, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება