სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გამოცდილებამ მასწავლა დასახული მიზნებისკენ სწრაფვა“ - მარინა ცინცაძე, ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი
31-01-2023
-
+


მარინა ცინცაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელისთვისაც სასკოლო საზოგადოებაზე ზრუნვა პრიორიტეტია. როგორც თავად გვიყვება, მიღებულმა გამოცდილებამ უფრო თავისუფალი და თავდაჯერებული გახადა, ასწავლა დასახული მიზნების შესრულებისკენ სწრაფვა, სწორედ ამ შემართებით, აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინა ცინცაძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ძალიან ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ პასუხისმგებლიანი ვარ....

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- პედაგოგი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ნებისყოფის, მოთმინებისა და სხვების მოსმენის უნარი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემთვის სამაგალითო დირექტორი არის ენერგიული, უნიჭიერესი ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- გამოცდილება ცოდნის დაგროვებაა, რამაც გამხადა უფრო თავისუფალი, თავდაჯერებული და მასწავლა დასახული მიზნების შესრულებისთვის სწრაფვა.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- გაიხარეთ და გამრავლდით.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- შევასრულე თუ არა ჩემზე დაკისრებული მოვალეობა?

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება