| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების (დამრიგებელი ქ. სულამანიძე) მონაწილეობით შემეცნებითი ღონისძიება „ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა აივ/შიდსის მსოფლიო დღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია და ვიდეომასალა, რომლის საშუალებითაც შეხვედრის მონაწილეებს ვრცლად მიაწოდეს ინფორმაცია მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო 37 წლის განმავლობაში აივ/შიდსის გავრცელების სტატისტიკისა და დაავადების დასამარცხებლად მსოფლიო ორგანიზაციების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი პრევენციული ზომების შესახებ.
როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დიდი მოწონება დაიმსახურა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ, ნახატებმა, ვიდეორგოლმა და მოსწავლეების დამზადებულმა ბუკლეტებმა, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით დაურიგდა.
აღნიშნულ თემაზე, ისაუბრეს პედაგოგმა ლ. ტომარაძემ, დირექტორის მოადგილე დ. რობაქიძემ და დირექტორმა თ. ბეჟაშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ