სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭოგნარის საჯარო სკოლა საერთაშორისო ღონისძიებას შეუერთდა
05-12-2022
-
+


ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლა საერთაშორისო ღონისძიებას - HOUR OF CODE-კოდის ერთ საათს, შეუერთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები ისტ-ის პედაგოგ თეა მეფარიშვილის ხელმძღვანელობითა და ჩართულობით გაიმართა. 

დეკემბერში პირველი სამი გაკვეთილის განმავლობაში, რომელიც კოდის ერთი საათის ფარგლებში დაიგეგმა და მონაწილეობდა სკოლის ყველა კლასის სხვადასხვა ასაკის მოსწავლე, მონაწილეებმა გამოსცადეს მაინკრაფტში კოდის აწყობა და ბრძანებების გაშვება, გაიგეს რა არის ფსევდო კოდი, თანმიმდევრული ნაბიჯებით მარტივი ალგორითმების აწყობა დაიწყეს, ნიმუშების ამოცნობა და ციკლებით განმეორებადი მოქმედებების აღწერა. დაიწყეს ჯგუფური სამუშაოების და მისიების შესრულება: არჩეულ მოდულში მოსწავლეები გარემოსდაცვითი კვლევითი ცენტრის მეცნიერები არიან და ცდილობენ ცხოველების დახმარებას.

პირველი გაკვეთილის დასრულებისას ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ ეს იყო მისთვის ამ წლის საუკეთესო დღე, რადგან ძალიან გაერთო, კოდი შექმნა და დაასრულა პირველი აქტივობა.

მეორე გაკვეთილზე ყველა მათგანს ჰქონდა პასუხი მასწავლებლის კითხვებზე და უკვე თავიანთი სიტყვებით შეეძლოთ განემარტათ საწყისი ცნებები, რის სწავლაც დაიწყეს.

მესამე გაკვეთილზე პირველად იმუშავეს ჯგუფურად და პროცესში ყველა აქტიურად მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ თავის თანაკლასელზე თქვა, რომ მას დიდი როლი ჰქონდა ამ სამუშაოს შესრულებაში, რითაც ძალიან გაახარა მეგობარი.

დავალების შესრულების შემდეგ, გააკეთეს პრეზენტაციები, ახსნეს როგორ იმუშავეს და რა კოდი დაწერეს და დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების მიმდინარეობისას მოსწავლეების ინდივიდუალურ აქტივობებს მასწავლებლის ასისტენტი ინიშნავდა.

პროექტის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს პროგრამირება და მისი საფუძვლები: ალგორითმები და ალგორითმიზაცია, ცვლადები, მასივები, მოვლენები, პირობითი ბრძანებები, ფუნქციები, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები. ასევე, განუვითაროს ისეთი გამჭოლი უნარები, როგორიცაა პრობლემების გადაწყვეტების მოფიქრება, ექსპერიმენტირება, შეუპოვრობა და გამძლეობა, დასახული ამოცანის ბოლომდე შესრულება, შეცდომების ახალ ცოდნად ქცევა, თანამშრომლობა.   

„დეკემბერი ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული თვეა. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთიანდება და ერთი საათის განმავლობაში ერთად წერენ კოდს. ეს არის ერთი მხრივ, ადამიანებით შემოქმედების აღიარება და პროგრესის ზეიმი, ხოლო მეორე მხრივ კოდის წერაში საკუთარი ძალების მოსინჯვის ძალიან კარგი სტარტი მოსწავლეებისთვის.
კოდის ერთი საათი ეს არის ღია აქტივობა, რომელმაც უამრავ მოსწავლეს და ზრდასრულს აძლევს შესაძლებლობას, თავად გამოსცადონ პროგრამირება და მოკლე დროში დაინახან პროგრესი.     
კოდინგი ნებისმიერი პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასაწყებად კი სულაც არ დაგჭირდებათ წინასწარი ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენი სკოლის სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს აქტივობა ყოველთვიურად განვახორციელოთ და მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და მასწავლებელს“,- აღნიშნავს პედაგოგი თეა მეფარიშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება