სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გადაცდომები არ ეპატიებათ მოსწავლეებს? - განსაზღვრულია წესები, რომელიც მოზარდებმა სკოლაში უნდა დაიცვან
29-10-2022
-
+


მოსწავლის მიერ ქცევის ნორმების დარღვევა დისციპლინური დევნის დაწყებას იწვევს, წერია დოკუმენტში, რომელშიც მოსწავლეთათვის აუცილებლად შესასრულებელი წესებია ჩამოთვლილი.

რა იგულისხმება დისციპლინურ გადაცდომაში? კონკრეტულად რა ქმედების გამო შეიძლება მოსწავლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება?

ოფიციალური განმარტებით, დისციპლინური გადაცდომა სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევაა, დისციპლინური დევნა კი სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

მოსწავლისთვის დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს:

  • გაკვეთილზე დაგვიანება;
  • სასკოლო ნივთების არ ქონა;
  • მოსწავლის მიერ საკუთარი აზრის უხეშად გამოხატვა (როდესაც ილახება სხვა პირის უფლებები);
  • მოსწავლის მიერ ტელეფონის ან სხვა ტექნიკურ საშუალებების სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით გაგმოყენება;
  • მასწავლებლისთვის ხელის შეშლა;
  • სხვა მოსწავლის ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტის მითვისება;
  • რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა;
  • დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერი მითითებების დაუმორჩილებლობა;
  • გაკვეთილის დატოვება მასწავლებლის ნებართვის გარეშე;
  • მოსწავლეებისა და სკოლის კუთვნილი ნივთის დაზიანება;
  • სკოლის ტერიტორიის დაბინძურება;
  • სკოლაში აკრძალული ნივთებით გამოცხადება, მაგალითად, როგოგორიცაა: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;
  • მოსწავლეებზე ძალადობა, მუქარა, ცილისწამება, დამცინავი განცხადებები ან რაიმე სახის შეურაცხყოფა;
  • სკოლისთვის შეუსაბამო სამოსითა და აქსესუარებით გამოცხადება;
კანონის თანახმად, მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

შეიცვალა საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში - მემანიშვილი დეტალებზე

მოსწავლემ დაკავებულს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა

სამაგისტრო და სამაგისტრო გამოცდების თარიღი ცნობილია 

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში

„მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო აძლიერებს მოზარდებში ეროვნულ თვითშეგნებას, ისტორიის სიყვარულსა და ასევე ეთნიკური უმცირესობის მიმართ პატივისცემას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება