სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“
15-06-2026
-
+


ცოდნისკენ მიმავალი გზა არასდროს არის მარტივი, მაგრამ როდესაც ამ გზაზე ვინმე ხელს გკიდებს და გეუბნება, რომ შენი ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია, შრომა ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. სწორედ ასეთი საოცარი დღესასწაული მოაწყო izrune.ge-მ ერთგული იზრუნელებისთვის 13 ივნისს - ინოვაციურმა და მაღალტექნოლოგიურმა საგანმანათლებლო პლატფორმამ მთელი საქართველოდან შეკრიბა პროექტის ვარსკვლავები, რათა მათი შრომა, ნიჭი და ცოდნისკენ სწრაფვა ნამდვილ ფოიერვერკად ექცია.

მასშტაბურ ღონისძიებას თავად პროექტის სული ჩამდგმელი, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და პორტალ izrune.ge-ს ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომლის დამსახურებითაც, izrune.ge-მ გააერთიანა ყველაზე ბეჯითი მოსწავლეები, მათი მზრუნველი მშობლები და ერთგული მასწავლებლები...

სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ღონისძიებაზე გაჟღერებული სახელები და გვარები მხოლოდ სტატისტიკა კი არა, თითოეული იზრუნელის პერსონალური გამარჯვების აღიარება გახლდათ; გარდა ამისა, ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივით აღინიშნა მათი პედაგოგების ღვაწლიც, ხოლო გამორჩეულ მონაწილეებს სამახსოვრო ჯილდოები და სიურპრიზები გადაეცათ.

izrune.ge-ს 13 ივნისის ღონისძიება ემოციებს ვერ იტევდა. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ Izrune.ge-ს ტესტების გავლა შემეცნებითია და სახალისო, მშობლები კი დასძენდნენ, რომ izrune.ge-ს დამსახურებით, სკოლა და ოჯახი ბავშვის გვერდით დადგა:

„როდესაც ხედავ, როგორ აფასებენ შენი შვილის პატარა წარმატებასაც კი, ხვდები, რომ ყველა ნამეცადინები წუთი მნიშვნელოვანია. ეს დღე დიდხანს გვემახსოვრება, ბავშვი სახლში ფრთაშესხმული ბრუნდება“, - გვეუბნება ქალბატონი თამარი, ერთ-ერთი იზრუნელის მშობელი და გვიმხელს, რომ მისი შვილი სკოლის წარჩინებული მოსწავლე სწორედ „იზრუნეს“ დამსახურებით გახდა.

მე-4 კლასელმა გიორგიმ კი განაცხადა, ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულიაო, ხოლო ქალბატონმა ქეთევანმა, რომელიც წარმატებული იზრუნელის პედაგოგია აღნიშნა: „მასწავლებლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ხედავს, მისი მოსწავლეები ასეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტში მართლაც ვარსკვლავებივით ბრწყინავენ... izrune.ge გვეხმარება, რომ სკოლა და ოჯახი ერთად იდგეს ბავშვის გვერდით, ეს აღიარება კი ჩვენთვის ახალი მოტივაციის წყაროა“...

ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ izrune.ge-ს 13 ივნისის ღონისძიება დიდი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ - წიგნიერებისა და მეგობრობის ნამდვილი დღესასწაული, სადაც პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განაცხადა:

ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა, ხოლო შრომას ყოველთვის მოაქვს აღიარება!

ღონისძიების ფოტოალბომი

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება