სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ბავშვის აღზრდის 4 ეტაპი - რჩევები ტიბეტური სიბრძნიდან
11-04-2018
-
+


ამბობენ, ტიბეტელები მოთმინებით, სიმამაცითა და ცხოვრების თავისებური ხედვით გამოირჩევიანო. 

ბავშვის აღზრდასაც განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას. ფიქრობენ, რომ მათი მიდგომები სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.    
 
Etaloni.ge გთავაზობთ 4 ასაკობრივ ეტაპს, რომელთაც ტიბეტური სიბრძნის თანახმად, ბავშვების აღზრდისთვის იყენებენ:

პირველი ეტაპი: 5 წლამდე 



ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვს მეფესავით ექცევიან. მიუღებელია მისთვის რამის დაშლა და მითუმეტეს, დასჯა. 

ბავშვი ცნობისმოყვარეა, აქტიური და სამყაროს აღქმისკენაა ორიენტირებული. მაგრამ მას არ შეუძლია, საკუთარ გამოცდილებასა და ლოგიკაზე დაყრდნობით მოქმედება. ამიტომაც, თუ პატარა არასწორად იქცევა, აუცილებელია, განასახიეროთ შეშინებული გამომეტყველება და ბავშვის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოთ.  

ემოცია - ის ენაა, რომელიც ამ ასაკის ბავშვეს კარგად ესმის.  
  
მეორე ეტაპი: 5-10 წლები 



ამ პერიოდში ტიბეტელები ბავშვებს მონებივით ექცევიან, რა თქმა უნდა, სისასტიკის გარეშე.

განსაკუთრებით აქტიურდება ლოგიკური აზროვნება და ინტელექტი, ბავშვი პიროვნებად იწყებს ჩამოყალიბებას.  

ამ პერიოდში ტიბეტელები ბავშვის სწავლითა და თავსატეხებით დატვირთვას არ ერიდებიან. შვილებს ცხოვრებისეულ ბარიერებს უქმნიან და მათ გადაჭრას ასწავლიან. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასა და საკუთარ საქციელეზე პასუხისმგებლობის აღებას აჩვევენ.    
 
მესამე ეტაპი: 10-15 წლები 



ამ ასაკში ტიბელეტები ბავშვს ექცევიან, როგორც თანასწორს.  

დაინტერესდით მოზარდის შეხედულებით და გაითვალისწინეთ მისი მოსაზრება. ურჩიეთ, მაგრამ არ დააძალოთ. ხელი შეუწყვეთ, რომ მეტად დამოუკიდებელი გახდეს ქცევასა და აზროვნებაში.   
 
მეოთხე ეტაპი: 15 წელი და ზემოთ 



ამ დროისათვის ბავშვის პიროვნება ჩამოყალიბებულია და მასთან პატივისცემით მოპყრობაა აუცილებელი.  

ტიბეტური სიბრძნის მიხედვით, ამ ოთხი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ბავშვი სრულფასოვან, დამოუკიდებელ და გონიერ პიროვნებად ყალიბდება, რომელიც პატივს სცემს როგორც საკუთარ თავსა და ასევე სხვებს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება