სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილემის საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა გაბუნია, სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოვდა
10-10-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა გაბუნია, სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დააჯილდოვეს. 

ღონისძიება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის კულტურის სახლში გაიმართა. მასწავლებლებს ეს დღე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს და ჯილდო გადასცეს. 

პედაგოგმა ციალა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ერთი მასწავლებლის ჯილდო არ არის. ის ილემის სკოლის დიდი ოჯახის წევრია და რომ არა სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექტორი ირინა სხილაძე, ეს დღე თავის ცხოვრებაში არ იქნებოდა.

„მადლობა კოლეგებს, ჩემს მოსწავლეებს და უფალს, რომ მომცა შესაძლებლობა სწორედ ილემის სკოლაში განმეხორციელებინა ჩემი საქმიანობა“,- თქვა პედაგოგმა. 

სკოლაში მასწავლებლის მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება