სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ნახატების გამოფენა მიუძღვნეს
06-10-2022
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

​სამოქალაქო კლუბის წევრთა ორგანიზებით სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე - „ჩემი მასწავლებელი“, მოეწყო. კლუბის წევრებმა ნახატების გამოფენა და კომპოზიცია მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.

პედაგოგებს დილით, შენობის შესასვლელში გამოფენილი მოსწავლეთა ნამუშევრები დახვდათ. მასწავლებელთა უმრავლესობამ მოსწავლეთა მიერ დანახული, სითბოთო და სიყვარულით შექმნილი საკუთარი პორტრეტები ამოიცნეს.

მოსწავლეებს გამოფენის მოწყობაში დიდი დახმარება თავად დირექტორმა, ნანი ცივაძემ გაუწიათ.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება