სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
21-09-2022
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა. აღსანიშნავია, რომ სწავლის პირველ დღეს სკოლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც დირექტორ, არკადი ართმელაძესთან ერთად შეკრებილ საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცეს.

სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა 24 პირველკლასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს.

დირექციამ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაავრცელა.

„15 სექტემბერი ცოდნის დღეა - მნიშვნელოვანი, მოსალოდნელი და ძალიან საინტერესო დღესასწაულია ყველა ბავშვისა და ზრდასრულისათვის.

ყველა ბავშვისთვის სრულიად ახალი დრო იწყება: პირველკლასელები დგამენ პირველ ნაბიჯებს ცოდნის სამყაროში.

შემოდგომის ლამაზ დილას ყველა ქალაქისა და სოფლის სკოლის კარი ღიაა და ისმის პირველი ზარის წკრიალი.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის სახელით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

სკოლის ზეიმს ესწრებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვ. ბერიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ა. ბოლქვაძე, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის უზენაეს საბჭოში ფ. ფუტკარაძე და ხულოს რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. აბაშიძე.

დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორმა არკადი ართმელაძემ და მობრძანებულმა სტუმრებმა სკოლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი დიდი სიყვარული გამოხატეს პირველკლასელების მიმართ. წელს ოცდაოთხმა პირველკლასელმა შემოაბიჯა ფეხი ცოდნის ტაძარში.

ჩვენი სკოლა სიამაყით სავსეა და ულოცავს 16 კურსდამთავრებულს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩარიცხვას, რომელთაგანაც სამმა 50%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო .

პედაგოგებს დიდი როლი აკისრიათ ერის განვითარებაში. განათლება და განათლებული ახალგაზრდობა საქართველოს წინსვლის წარმატების წინაპირობაა. ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე ხომ სწორედ განვითარებული, ნასწავლი და თავისი საქმის პროფესიონალებია.

გვჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისათვის წარმატებული იქნება!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება