სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუძლია თუ არა დამრიგებელს, უარი თქვას „სუსტ“ მოსწავლეზე - დაშვებულია თუ არა კლასების დაკომპლექტება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მიხედვით
22-09-2022
-
+


მრავალრიცხოვან სკოლებში, სადაც რამდენიმე პარალელური კლასი არსებობს, ხშირად ჩნდება კითხვა, კომპლექტდება თუ არა კლასები მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მიხედვით? აქვს თუ არა დამრიგებელს უფლება, უარი თქვას დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეზე?

მშობლების მხრიდან ასევე არსებობს კითხვა, მეტყველებს თუ არა კლასების ნუმერაცია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე? მაგალითად, პარალელურ კლასებს შორის ნუმერაციით პირველი სჯობია თუ არა სწავლა-სწავლებით ნუმერაციით მეოთხეს (პირობითად)? შესაძლებელია კი კლასების ისე დაკომპლექტება, რომ სწავლის მხრივ ძლიერმა მოსწავლეებმა ერთად მოიყარონ თავი, „სუსტები“ კი ცალკე კლასში აღმოჩნდნენ?

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით:

დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით;

ასევე დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ დააწესოს ბარიერები მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით და მიიღოს მხოლოდ სასკოლო მზაობით გამორჩეული ან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები. (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლისთვის);

აქედან გამომდინარე, არც დირექციას და არც დამრიგებელს არ აქვთ კლასების „ძლიერებად“ და „სუსტებად“ დაყოფის უფლება. არც ნუმერაცია მეტყველებს იმაზე, თუ როგორი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები სწავლობენ კლასში.

განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომები, მეთოდები და სტრატეგიები უნდა გამოიყენონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება