სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

31 დეკემბერს თითქმის ყველა რეგიონში მოთოვს - როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში
30-12-2025
-
+


31 დეკემბერს და 2026 წლის 1-2 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 3 იანვარამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
 
ქ. თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვარის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
 
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.
 
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13 ,-15 დღისით -3,-5 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება