სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების TOP - 3 კითხვა ChatGPT-ს - 2025 წლის რეიტინგები
02-01-2026
-
+


მასწავლებლებისგან  თანამედროვე ტექნოლოგიების ბუმი და ხელოვნური ინტელექტის სტიქიურად შემოჭრა ადამიანების ცხოვრებაში, პროგრესის კანონზომიერებაა. აქვე უნდა აღინიშნოს მისი განსაკუთრებული როლი განათლების სფეროში - მოსწავლეები, სტუდენტები სხვადასხვა თემასაც აწერინებენ და ვაღიაროთ - არცთუ იშვიათად, ბოროტად იყენებენ ვირტუალური „თანაშემწის“ შესაძლებლობებს.

თუმცა სადღესასწაულოდ აღნიშნული პრობლემის წამოჭრას ნამდვილად არ ვაპირებთ; უბრალოდ, საახალწლო განწყობისთვის, ცოტა ვიხუმრეთ და ChatGPT-ს ერთადერთი კითხვით მივმართეთ:

რას ეკითხებიან მასწავლებლები ყველაზე ხშირად? - „ვასაჯაროებთ“ etaloni.ge-სა და ChatGPT-ს მიმოწერას:

ChatGPT: მასწავლებლები ყველაზე ხშირად სვამენ ასეთ კითხვებს:

გაკვეთილის დაგეგმვა – გაკვეთილის გეგმის შედგენა კონკრეტულ თემაზე – აქტივობების და სავარჯიშოების იდეები;

სასწავლო მასალის მომზადება – ტექსტების გამარტივება ან ადაპტირება ასაკის მიხედვით; 

პრეზენტაციებისა და ტესტების შექმნა/შეფასება – საკონტროლო/სატესტო კითხვების შედგენა – შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება;

განმარტებები მოსწავლეებისთვის – რთული თემების მარტივად ახსნა – მაგალითების მოფიქრება (მათემატიკა, გრამატიკა, ფიზიკა და სხვ.);

იდეები ჩართულობისთვის – ინტერაქტიული თამაშები და დისკუსიის კითხვები – მოტივაციის გაზრდის გზები;

ტექსტების რედაქტირება – დავალებების, ინსტრუქციების, ოფიციალური წერილების გასწორება – მოსწავლეთა ნაშრომების ზოგადი უკუკავშირი;

ტექნოლოგიები განათლებაში – როგორ გამოიყენონ AI, ონლაინ პლატფორმები და აპები გაკვეთილზე...

თუ გინდა, შემიძლია ჩამოგიყალიბო ყველაზე პოპულარული კითხვების რეიტინგი:

etaloni.ge: დიახ...

ChatGPT: გთავაზობ ყველაზე ხშირ კითხვებს საგნების მიხედვით, რასაც მასწავლებლები სვამენ:

„დამიწერე გაკვეთილის გეგმა თემაზე…“, „გაამარტივე ეს ლიტერატურული ტექსტი“, „გაამარტივე თემა მოსწავლეებისთვის“, „მომაწოდე ვიზუალური დავალებების იდეები“, „დამეხმარე თვითშეფასების დოკუმენტების წარმოებაში“...

etaloni.ge: იქნებ 2025 წლის ყველაზე სახალისო სამი კითხვა მითხრა, რაც მასწავლებლებისგან მოგისმენია...

ChatGPT: აი, წლის ყველაზე სახალისო 3 კითხვა:

„ეს თემა როგორ ავუხსნა ისე, რომ ბავშვებს არ ჩაეძინოთ?“

„არის გზა, რომ საკონტროლო ისე დავაწერინო, ყველა კმაყოფილი იყოს - ბავშვიც, მშობელიც და დირექტორიც?“

„თუ გაკვეთილი ჩაიშალა, რა მოვიმოქმედო 10 წუთში, სათქმელად რომ მქონდეს: „გაკვეთილი ჩავატარე?“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება