სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაფნის ფოთოლი, ფორთოხალი და გამომშრალი ყვავილები - რა უნდა ამშვენებდეს 2026 წლის ნაძვის ხეს, იმისთვის რომ იღბალი მოვიზიდოთ?
31-12-2025
-
+


ძველი აღმოსავლური სწავლების ფენ-შუის ოსტატების შეხედულებით, ნაძვის ხის მორთვა მხოლოდ ტრადიცია არ არის -  ეს შესაძლებლობაა, ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები შეიტანოთ. გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები, დაამატეთ ცოტაოდენი კრეატიულობა და ფანტაზია და თქვენი ნაძვის ხე ნამდვილ თილისმად იქცევა, რომელიც 2026 წელს წარმატებას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას მოიტანს.

აი, რას გვირჩევენ ისინი: იღბლის, წარმატებისა და ფულის მოსაზიდად თქვენს ნაძვის ხეს შემდეგი ნივთები შეაბით:

ოქროსფერი მონეტა - ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა, მონეტები და მონეტების გირლანდები - ფინანსური სტაბილურობისა და შემოსავლის ზრდის ნიშანია. 

ნალი - განსაკუთრებით ხის, როგორც იღბლისა და სტაბილურობის ნიშანი;

ოქროფერი ლენტები - სიუხვის მოსაზიდად;

ფორთოხალი - შესაძლოა იყოს გამომშრალი, ასევე დეკორატიული - ფენ-შუიში ის სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლოა და სახლში კეთილდღეობისა და სიხარულის მოსაზიდად იყენებენ;

წითელი ბაფთები და ატლასის ლენტები - ენერგიის, ვნებისა და ახალი შესაძლებლობების სიმბოლო; 

ცხენის ან პეგასის ფიგურები - დასახული მიზნების მისაღწევად;

გასაღები - ახალი შესაძლებლობებისკენ გზას გასახსნელად;

წყვილი სათამაშო (მაგალითად, მტრედები) -სიყვარულისა და ჰარმონიის მოსაზიდად;

გამომშრალი ყვავილები - შინაგანი სიმშვიდის, ჰარმონიისა და წონასწორობის მოსაპოვებლად;

ზარები -  სახლს ნეგატივისგან იცავს და დადებით ენერგიას იზიდავს;

დაფნის ფოთლები - წარმატებისა და გამარჯვების სიმბოლო დაფნა უძველესი დროიდან ასოცირდება გამარჯვებასთან, აღიარებასთან და ავტორიტეტთან. ამიტომ დაგვეხმარება წარმატებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში.

ამ მცენარეს ასევე მიაწერენ დაცვისა და ნეგატიური ენერგიის გაფანტვის უნარს, ის შთანთქავს უარყოფით ენერგიას და შემოაქვს სიმშვიდე სახლში. 

ხოლო თუ რა ფერები დაგვეხმარება კეთილდღეობის მოზიდვაში - იხილეთ ბმულზე

ამასთან ნაძვის ახალი წლის სიმბოლოს ყველაფერს ერთად ნუ შეაბამთ, მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ გადატვირთოთ: ცხენი აფასებს ზომიერებასა და ბუნებრიობას.

იხილეთ როგორია 2026 წლის ტრენდული ნაძვის ხე

ასევე დაგაინტერესებთ წითელი ცეცხლოვანი ცხენი - რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება