სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ახალი წელი განათლების მინისტრმა, პრემიერმა და პრეზიდენტმა მიულოცეს
01-01-2026
-
+


ახალი, 2026 წლის დადგომა საზოგადოებას განათლების მინისტრმა, პრემიერმა, პრეზიდენტმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. 
 
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ გივი მიქანაძის მისალოც ტექსტში აღნიშნულია, რომ 2025 წელი აქტიური რეფორმების დასაწყისი იყო და შრომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. 
 
„ახალ წელს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მშობლებს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს.
 
განვლილი წელი განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და აქტიური რეფორმების დასაწყისი იყო. განათლების სისტემა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ინერგება არაერთი ახალი ინიციატივა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ფართომასშტაბიანი გარდაქმნები ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობასა და განათლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
 
ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის რეფორმების განხორციელება სწორედ განათლებისა და მეცნიერების სფეროში დასაქმებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვისა და თანამშრომლობისთვის.
 
კიდევ ერთხელ, გილოცავთ 2026 წელს! მჯერა, ეს წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების, წინსვლისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვისა და ჩვენი ქვეყნისთვის!“, - ნათქვამია მინისტრის საახალწლო მილოცვაში.
 
საზოგადოებას ახალი წელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიულოცა, რომელმაც აღნიშნა,  რომ 2025 წელი სირთულეებით იყო სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.

„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.

2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადაცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.

2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, 2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს.

"ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს",- განაცხადა კობახიძემ.

მისალოცი ვიდეო გავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ყაველაშვილმა აღნიშნა, ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევაა შესაძლებელი. 
 
„ახალ წელს ვულოცავ და მადლობას ვუხდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას. ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში, ყოველთვის გვქონოდეს რწმენა, რომ ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევას შევძლებთ. გილოცავთ, დამდეგ 2026 წელს, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება