სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ჩაირიცხებიან აბიტურიენტები უმაღლესებში - პროგრამების საფასურისა და აკრედიტაციის დებულებაში ცვლილება შევიდა
06-01-2026
-
+


„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცდებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროგრამის აკრედიტაციის განხილვისას კი, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც განიხილეს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას: „გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში  ან არ განხილულა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას“.

საგანმანათლებლო პროგრამები 5 მიმართულებით შეფასდება:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

რა არის პროგრამაზე დაშვების წინაპირობა და როგორ შეფასდებიან სტუდენტები - დეტალური ინფორმაცია იხილეთ განახლებულ სტანდარტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება