სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გარე დაკვირვების წესში ცვლილებებია
03-04-2018
-
+


გარე დაკვირვების წესში მოსალოდნელი ცვლილებები დამტკიცდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება გარე დაკვირვების წესში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ცვლილებების თანხმად, გარე დამკვირვებელთა რაოდენობა, ნაცვლად ორისა, იქნება - ერთი.

ვინ იქნება გარე დამკვირვებელი?

1. გარე დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - გარე დამკვირვებელი.

2. გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;

ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას;

გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

3. გარე დაკვირვების პროცესს გაკვეთილის შეფასების უფლების გარეშე შეიძლება დაესწრონ მასწავლებლის ზედამხედველი ფასილიტატორი ან/და რესურსცენტრის მიერ წარდგენილი პირი.“

ცვლილების მიხედვით, აღარ ჩატარდება გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა. ოთხი ეტაპის ნაცვლად გარე დაკვირვებისთვის სამი ეტაპი განისაზღვრა:

ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;

ბ) გაკვეთილზე დაკვირვება;

დ) გაკვეთილის შეფასება.

გაკვეთილზე დაკვირვება

1. გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელი.

2. გარე დამკვირვებელი ავსებს ამ წესის დანართით გათვალისწინებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას.

3. გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

გაკვეთილის შეფასება

1. გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

2. გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.

3. ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იქნეს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.

5. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.

6. თუ მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს.

იხილეთ ბრძანება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება