სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურჯაანის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბს რობოტების სამი კომპლექტი გადაეცა
12-09-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბს რობოტების სამი კომპლექტი გადაეცა. 

ისინი სენსორებითაა აღჭურვილი და იმართება პულტით, მობილური აპლიკაციით, არდუინოს პროგრამირებითა და ასევე, ბლოკური პროგრამირებით (სკრეჩი და ა.შ.). 

სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბის მენტორი პედაგოგი დიმიტრი პოპოვია. აღნიშნულ პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს.

პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნას, რაც ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებასა და განათლების მიღებას შეუწყობს ხელს.

პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები, ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბ ილიაუნის დახმარებით.

„ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩვენი სკოლა მორიგი სიახლით გხვდებათ, კერძოდ ხელოვნური ინტელექტის კლუბების პროექტის ფარგლებში კლუბს გადმოეცა რობოტების სამი კომპლექტი, რომელიც უამრავი სენსორითაა აღჭურვილი. Ultrasonic,IR avoid module, line tracking module, photoresistive sensor, bluetooth, wi-fi module“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება