სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ უნდა წაიყვანოთ მოსწავლეები ექსკურსიაზე სწავლის დაწყებისთანავე - მიზეზები
04-10-2022
-
+


სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კვლავ გააქტიურდა სასკოლო ექსკურსიების საკითხი. მასწავლებლები ბავშვებისთვის გასვლით აქტივობებს ძირითადად სწავლის დაწყებიდან მალევე, ან წლის ბოლოს გეგმავენ.

ექსკურსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასწავლო წლის დასაწყისშია, რადგან პირველ რიგში ეს კლასის დასაახლოებლად საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, პედაგოგებმა უნდა მოახერხონ, გასვლითი აქტივობა სწავლის დაწყებიდან მალევე დაგეგმონ და განახორციელონ, რა თქმა უნდა იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა.

მასალაში იმ მნიშვნელოვან მიზეზებზე მოგიყვებით, რის გამოც ბავშვები სასკოლო ექსკურსიაზე სწავლის დაწყებისთანავე უნდა წაიყვანოთ:

  • მასწავლებლები და ბავშვები ერთმანეთს უკეთესად გაიცნობთ და დაუახლოვდებით;
  • ჯგუფური აქტივობით საკლასო სულისკვეთებას უკეთესად გააღრმავებთ;
  • ექსკურსია სწავლისთვისაც სასარგებლოა - ბავშვები კლასის გარეთ ბევრად უკეთესად აითვისებენ სიახლეებს;
  • მოსწავლეები ისწავლიან დისციპლინას და გაუჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ისწავლიან სხვების პატივისცემას;
  • შეგიძლიათ საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა ბავშვებს რეალურ ცხოვრებაში გადმოატანინოთ;
  • და ბოლოს, საუკეთესო მოგონება - ხომ გახსოვთ თქვენი ექსკურსიები? ბავშვებმა შეიძლება ისეთ ადგილებზე იმოგზაურონ, სადაც ზრდასრულ ასაკში წასვლა ვერც კი მოახერხონ.
მართალია, სასკოლო ექსკურსიებზე 150 კმ-იანი შეზღუდვა ისევ არსებობს, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, დრო მოსწავლეებთან ერთად გაატაროთ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს 2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ექსკურსიებზე კვლავ ძველი შეზღუდვები დარჩება.

იხილეთ ასევე:

5 აკრძალვა ექსკურსიაზე - რა უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა

რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს მასწავლებელმა დირექტორს, თუ კლასის ექსკურსიაზე წაყვანა სურს?

ექსკურსიები დაუშვეს - სკოლებმა სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება