სიახლეები
სიახლეები, საინტერესო , კონკურსი

ოჯახური წარმატებით ტკბობის მზრუნველი LIVE - საქართველოს SUPER ოჯახები გამოვლინდნენ
21-07-2022
-
+


საქართველოს SUPER ოჯახები - ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც ონლაინ-სივრცეში გამოჩენისთანავე უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა; ეს არცაა გასაკვირი, რადგან გადაცემა ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს, მშობლებს აახლოებს მათთან და თითოეულ მათგანს ოჯახური წარმატებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.

საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახიც გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.

2022 წლის 20 ივლისს, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგული თანმოაზრეები კიდევ ერთხელ, სწორედ SUPER ოჯახებად გამოაცხადა, გააერთიანა და სახალისო კონკურსიც შესთავაზა, სადაც დამარცხებულები უბრალოდ არ არსებობენ - აქ ყველა გამარჯვებულია.

„კითხვები ისე შევარჩიეთ, ოჯახის რამდენიმე თაობა ჩაერთოს და სასიხარულო ისაა, ჩვენს დღევანდელ კონკურსში 67 სუპერ-ოჯახი მონაწილეობს - ​თბილისიდან 22, კახეთიდან - 2, სამცხე-ჯავახეთიდან- 5, სამეგრელოდან - 5, მცხეთა-მთიანეთიდან 4, იმერეთიდან - 10, ქვემო ქართლიდან - 5, გურიიდან 8, შიდა ქართლიდან 2, აჭარიდან 4“, - ასე მიესალმა „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი ყველა „ეტალონელსა“ თუ „იზრუნელს“, მოგვიანებით კი საზოგადოებას პატარა იზრუნელების ვიდეომიმართვებიც წარუდგინა.

დათა, ანა და მათე ბოჭორიშვილებმა გარდაბნიდან, აღნიშნეს, რომ ძალიან უყვართ izrune.ge – ტესტების გავლისას განათლებას ვიღებთ, გამოცდილებას ვაგროვებთ და თანატოლებსაც ვურჩევთ, აუცილებლად ჩაერთონ ყველაზე მზრუნველ პროექტშიო.

მარიამ წულაიამ, თბილისიდან გვითხრა, დედიკოსთან ერთად სუპერ-ოჯახად რომ დამასახელეს, ამით ძალიან ვამაყობო... ჩემი დედიკო ყველაზე მზრუნველია, რადგან izrune.ge-ში ჩამრთო. ეს გამორჩეული პროექტია, რომელმაც უფრო დამოუკიდებელი გამხადა, ცოდნაც შემძინა, გამოცდილებაც შემმატა, უზომოდ მიხარია, izrune.ge-ს ტესტების გავლის შემდეგ ბრწყინვალე შედეგებზე რომ გავდივარო - ასე ტკბილად იჟღურტულა მარიამმა და მადლობა გადაუხადა izrune.ge-ს პირად მენეჯერს, ელენეს მხარში დგომისთვის.

ცოტნე ცხადაიამ ზუგდიდიდან, გაგვიმხილა, რომ უკვე მესამე წელია ჩართულია ყველაზე მზრუნველ პროექტში, რომელმაც სწავლის დიდი სტიმული, ასევე ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა. მადლობა „ეტალონის“ პროექტების ავტორს გოჩა ტყეშელაშვილსა და ჩემს პირად მენეჯერს, მონიკას, რომ მაძლევენ სტიმულს, ვიყო ძლიერი და მიზანდასახულიო, - დასძინა ცოტნემ.

ზურა ქინქლაძემ ლანჩხუთიდან, თავის დედიკოსთან ერთად, მადლობა გადაუხადა პირად მენეჯერს, ელენეს და რა თქმა უნდა, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი არაჩვეულებრივი პროექტისთვის.

ლიზი და ლუკა ლაშხებმა საზოგადოებას გაუმხილეს, რომ მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, ასევე izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტებს და სხვათა შორის, ყურადღებით უყურებენ ბატონი გოჩას ვიდეომიმართვებსაც, რათა სამომავლოდ მისი რჩევები გაითვალისწინონ.

მარიამ კვარაცხელიამ, წალენჯიხიდან დედიკოს გადაუხადა მადლობა, ასეთ მზრუნველ პროექტში რომ ჩართო და რა თქმა უნდა, არც პირადი მენეჯერი ელენე დავიწყებია, რომელიც წარმატების მიღწევაში ძალიან ეხმარება.

ხატია გელაძემ ახალქალაქიდან ყველას ამცნო, რომ „ეტლონისა“ და izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდი მუდმივად ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე, ანა ქუქიშვილი ყაზბეგიდან კი პირად მენეჯერს, ელენესა და ყველა იზრუნელს სიმღერით მიესალმა; ბარბარე ჩიტაიშვილმა ოზურგეთიდან გვითხრა, რომ ხუთშაბათს გულისფანცქალით ელოდება, რათა izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიაროს. 

ტესტის დასრულების შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვისა და საკუთარი ოჯახისა თუ შედეგების შესახებ საუბრის ათეულობით მსურველი ოჯახი აღმოჩნდა, ქრონომეტრაჟის ლიმიტის გამო გოჩა ტყეშელაშვილმა მათი მხოლოდ მცირედი ნაწილის გაცნობა მოახერხა საზოგადოებისათვის, თუმცა ყველა მონაწილე კიდევ ერთხელ გაამხნევა და ონლაინ შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების პირობაც დადო. 

ამასობაში კი SUPER ოჯახებს შორის პირველი სამეულის ვინაობა გახდა ცნობილი და ჩვენც გაგაცნობთ მათ: მესამე ადგილი ნიკოლოზ კობახიძემ - ქარელის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასის მოსწავლემ დაიკავა, ოჯახთან ერთად;  მეორე ადგილზე ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის, გიგი წიქარიშვილის ოჯახი გავიდა, პირველი ადგილი კი თბილისის N152 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის -  ალექსანდრე ქერეჭაშვილის ოჯახმა მოიპოვა.



ასევე იხილეთ:

საქართველოს SUPER ოჯახები - ათეულის ვინაობა ცნობილია

საქართველოს SUPER ოჯახები - LIVE რეჟიმში იმართება

საქართველოს SUPER ოჯახები - „ეტალონის“ და izrune.ge-ს უპრეცედენტო LIVE კონკურსი 20 ივლისს გაიმართება




კომენტარები


ეტალონი
„ეტალონი“ სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთულ 2022 წელს აჯამებს 
გურამ მაჭარაშვილს საქვეყნო მნიშვნელობის დეპუტატის წოდება მიენიჭა
სიახლეები
სასწავლო გაჩერებები - როგორ დავგეგმოთ და როდის გამოვიყენოთ მეთოდი?

„ბავშვებს გასაგებად უნდა ავუხსნათ, როგორ მოიქცნენ უცხოსთან ან თუნდაც ახლობელთან, რომელსაც საეჭვო ქცევებს შეამჩნევენ“

სკოლებმა ახალი დოკუმენტი მიიღეს - პრაქტიკული საქმიანობის დეტალები ცნობილია
პიროვნება
„მშობლებმა არჩევანი მოტივირებულ, კარგად მომზადებულ მასწავლებლებზე და მოწესრიგებულ სასწავლო გარემოზე უნდა შეაჩერონ“
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან...“
„ჩემი თვალით დანახული ბავშვები ცხოვრებაზე ძალიან შეყვარებულები, ლაღები არიან“
„სასკოლო საზოგადოების წარმატებისა თუ წარუმატებლობის საფუძველი ადამიანური ურთიერთობებია“
„მხოლოდ ახლა, სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, გავიაზრე ბევრი რამ სხვაგვარად“
სკოლები
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს
ეკოკომიტეტის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა 5 პრიორიტეტულ თემაზე, რომელთაგან ერთ-ერთი სამუშაოდ უნდა შერჩეული.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ არ ითვლიან ქრომოსომებს და ამასთან დაკავშირებით საინტერესო პლაკატი მოამზადეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს პრეზენტაცია მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, მაგდა ბერიძემ წარუდგინა.
საინტერესო
სასწავლო გაჩერებები - როგორ დავგეგმოთ და როდის გამოვიყენოთ მეთოდი?
თუ მოსწავლე ოჯახზე დასმულ კითხვას არ პასუხობს, მას პატივი უნდა სცეთ და დაზუსტება არ მოსთხოვოთ
Gen Z; მილენიალები; Gen Alpha; X თაობა - როგორ იშიფრება და რას ნიშნავს თაობათა აღმნიშვნელი ეს სიტყვები
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, გააქტიურდნენ და მოტივაცია გაეზარდოთ...
სიახლეები
საზოგადოება