სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, კონკურსი

საქართველოს SUPER ოჯახები - „ეტალონის“ და izrune.ge-ს უპრეცედენტო LIVE კონკურსი 20 ივლისს გაიმართება
12-07-2022
-
+


20 ივლისს 16:00 საათზე „ეტალონი“ და izrune.ge 2022 წლის SUPER ოჯახების პირველ LIVE გადაცემას შემოგთავზებთ. შემეცნებითი, მამოტივირებელი და ემოციური კონკურსი უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ ჯერზე ოჯახების მაგალითზე გუნდურობის უპირატესობის წარმოჩენას „ეტალონის“ უცვლელი სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისად ახერხებს. 

საქართველოს  SUPER ოჯახები გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში, რომელშიც სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებებია გაერთიანებული. კონკურსი თანაბრად ახერხებს გუნდურობის უპირატესობის, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობის, ინტელექტის შედეგებისა და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისებას. კონკურსი izrune.ge-ს ინოვაციური ტექნოლოგიებსა და „ეტალონის“ გამოცდილებას შესანიშნავად აერთიანებს.

პროექტს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, SUPER ოჯახები კი ვიდეო პლატფორმის საშუალებით მთელი საქართველოდან მონაწილეობენ, ხოლო ცოდნას izrune.ge-ს სპეციალური ინოვაციური პლატფორმის საშუალებით წარმოაჩენენ. 

SUPER ოჯახების ინტელექტუალურ შერკინებას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ  LIVE რეჟიმში „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება