სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მომავალი სასწავლო წლის სამუშაო გეგმა რესურსცენტრებსა და სკოლის დირექტორებს წარედგინათ
19-07-2022
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც სოციალურ მუშაობას ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ახორციელებენ, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამეს და მომავალი სასწავლო წლის სამუშაო გეგმა წარმოადგინეს. პრეზენტაციას ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი, რესურსცენტრების წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

2021-2022 წელს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების იმ საჯარო სკოლებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით არის წარმოდგენილი, არაერთი პრევენციული, ინტერვენციული და პროაქტიული ღონისძიება განახორციელეს, მათ შორის:

  • ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა სასკოლო აქტივობები ბულინგის, ასერტული ქცევის, ტოლერანტობის, ემპათიისა და ფასეულობების შესახებ;
  • მოეწყო თემატური ფილმების ჩვენება-განხილვა;
  • ჩატარდა ინტელექტუალური და სპორტული თამაშები;
  • უფროსკლასელთათვის განხორციელდა სარისკო ქცევის პრევენციის პროგრამა;
  • სკოლებში ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნისა და მეგობრული გარემოს შექმნის მიზნით, ჩატარდა პროაქტიული წრეები;
  • მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა საერთაშორისო დღეები;
  • გაიმართა შეხვედრები მშობლებთან პოზოტიური მშობლობის, კიბერადიქციის, ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობისა და პრევენციის თაობაზე;
  • კრიზისული სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების კუთხით, განხორციელდა ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები.

სკოლებში აღდგენითი პროცესების დანერგვისა და ჯანსაღი სასკოლო კლიმატის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები მომავალ სასწავლო წელსაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება