სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-07-2022
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის, მე-5 კლასის მოსწავლე ლედი დიასამიძე და მეათეკლასელი მარი მახარაძე საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ, სადაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

„როგორ არ უნდა ვიყოთ ამაყები, როცა მოსწავლეების წარმატებები არ წყდება მე-5 კლასის მოსწავლემ, ლედი დიასამიძემ და მე-10 კლასის მოსწავლე მარი მახარაძემ, საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასიხარულოა, როცა არ წყდება ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატებები, მიხარია რომ ფასდება თქვენი და თქვენს გვერდში მდგომი მასწავლებლების შრომა. მადლობა პირველ რიგში საქართველოს ფოსტას, რადგან ორი წელია თქვენს გვერდშია და გეხმარებათ წარმატებისკენ სავალ გზაზე.

გილოცავთ მარიამ და ლედი, ეს დასაწყისია იმ დიდებული და წარმატებული ცხოვრებისა, რომელიც თქვენ წინ გელით, უფრო მეტი შემართებითა და უფრო მეტი წარმატება მოუტანეთ თქვენს ცხოვრებას, ოჯახს, პედაგოგებს, სკოლას, მუდამ გახსოვდეთ ძალიან ამაყები ვართ თქვენით. ვულოცავ თქვენს მშობლებსა და ასევე თითოეულ პედაგოგს. ჩვენი სკოლის ნიჭიერი თაობა ხართ თქვენ; მეამაყებით გოგონებო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება