სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლამარა მასწავლებელმა ნათელი კვალი დატოვა კოლეგებისა თუ აღზრდილების მეხსიერებაში“ - დედოფლისწყაროს N1 სკოლა პედაგოგ ლამარა მატიაშვილს გლოვობს
06-07-2022
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი - ლამარა მატიაშვილი.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლამარა მატიაშვილის გარდაცვალების გამო.

„ლამარა მასწავლებელი ათეული წლები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას, წლების განმავლობაში იყო დირექტორის მოადგილე, სკოლის სახელისა და ავტორიტეტის, ღირსეული ტრადიციების დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულა.

გამოცდილებას უზიარებდა ახალბედა კოლეგებს, გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და პრინციპულობით, სამართლიანობითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. მისი აღზრდილები დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ლამარა მასწავლებელმა თავისი ცხოვრებით, გამოცდილებით ნათელი კვალი დატოვა კოლეგებისა თუ აღზრდილების მეხსიერებაში.

მთელი პედაგოგიური კოლექტივი სამძიმარს უცხადებს და თანაუგრძნობს ლამარა მასწავლებლის ოჯახს ასეთი ღირსეული ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლის გამო“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

etaloni.ge სამძიმარს უცხადებს პედაგოგ, ლამარა მატიაშვილის ოჯახს, სკოლასა და მის აღზრდილ მოსწავლეებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება