სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის ლიდერ მასწავლებლებს გაკვეთილებზე ქოუჩი დაესწრო
06-07-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მნიშვნელოვანი სტუმრები ესწრებოდნენ.

მათ შორის, სკოლის დაწყებითი კლასების ლიდერ მასწავლებლებს მეორე-მეოთხე კლასებში USAID -ის პროგრამის ქოუჩი დიმიტრი პოპოვი დირექტორ, მთვარისა ახვლედიანთან ერთად გაკვეთილებზე დაესწრო:

ნატო ნემსწვერიძეს - ქართულ ენაზე მე-2 კლასში;

მანანა ომანაძეს - ქართულ ენაზე მესამე კლასში;

მარიკა ხაბულიანს - ქართულ ენაზე მე-4 კლასში;

სოფიო მიქაძეს - მათემატიკაზე მე-4 კლასში.

„მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს თავი; გამოავლინეს შესწავლილი საკითხების სათანადო ცოდნა, მსჯელობისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.

გაკვეთილებზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილში. პერიოდულად მასწავლებლები აძლევდნენ მათ განმავითარებელ შეფასებას.

სკოლის დირექტორი და სტუმარი (რომელიც უკუკავშირის მიცემას შემდგომში ყველას ინდივიდუალურად დაჰპირდა) კმაყოფილი გამოვიდნენ გაკვეთილებიდან, რაც სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის მასწავლებელთა და საგნობრივი კათედრების მიერ გაწეული შრომის შედეგია.

სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს შემდგომ მუშაობაში!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება